სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში, ქვეყნის მასშტაბით პერიოდულად წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი
საქართველოს რამდენიმე რეგიონში უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 25-დან 30 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი 30-დან 35 გრადუსამდე იქნება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო დღეებში ქვეყნის მასშტაბით პერიოდულად წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში დღეს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. მომდევნო დღეებში კი მოსალოდნელია წვიმა, და ჰაერის ტემპერატურა 33 გრადუსიდან 31 გრადუსამდე დაიკლებს.
1787602878
მსოფლიობენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანმა მისი ერთ-ერთი ვაჟის მკვლელობა სცადა
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანმა მისი ორი ვაჟიდან ერთ-ერთის მკვლელობა სცადა. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ტელეარხ Channel 14-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა. ნეთანიაჰუს არ დაუკონ...
1787600777
მსოფლიოაშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარება, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება
აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება. „მინდა მკაფიოდ განვაცხადო: ნებისმიერი სუბიექტი, რომელიც...
1787597250
საზოგადოებაირაკლი ნადარეიშვილი: ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული
ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სხვადასხვა სივრცეა წარმოდგენილი, მათ შორის საქართველოსთვის და ალბათ რეგიონისთვისაც უნიკალური ტექნოლოგიური სამეცნიერო მუზეუმი - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მ...
1787595544
მსოფლიოუკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის კომუნიკაციების სამმართველოს უფროსი: უკრაინის თავდაცვის ძალები საჰაერო თავდაცვის საშუალებების სერიოზული ნაკლებობის წინაშე დგანან
უკრაინის თავდაცვის ძალები საჰაერო თავდაცვის საშუალებების სერიოზული ნაკლებობის წინაშე დგანან. Patriot-ის სისტემების გარდა, ქვეყანაში მწვავე დეფიციტია როგორც სახმელეთო, ისე ავიაციური პლატფორმებისთვის გა...
1787593012
საზოგადოებასაზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი SAVIR TIGER თითქოს ოკუპირებული აფხაზეთის რომელიმე ნავსადგურში შევიდა, არ შეესაბამება სიმართლეს
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი SAVIR TIGER (IMO 9388730) თითქოს ოკუპირებული აფხაზეთის რომელიმე ნავსადგუ...





























