შემოსავლების სამსახური 28 აგვისტოს, უქმე დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემოსავლების სამსახური 28 აგვისტოს, უქმე დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, 2026 წლის 28 აგვისტოს საბაჟო გამშვები პუნქტები, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სასაზღვრო ინსპექციის განყოფილებები და საბაჟო ტრანზიტის სამმართველო (სატელეფონო კომუნიკაციის, ჩათის და სხვა დისტანციური არხების მეშვეობით დაინტერესებული პირისათვის საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებულ საბაჟო ფორმალობაზე ინფორმაციის მიწოდებისას/მის გამოყენებაზე კონსულტაციის გაწევისას/საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებზე და მიმდინარე პროცესებზე ინფორმირებისას) ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას.
28 აგვისტოს საქართველოს მასშტაბით არ იმუშავებენ გაფორმების ეკონომიკური ზონები (გარდა გაფორმების ეკონომიკური ზონების საქონლის გაფორმების და ლოგისტიკის სამმართველოების, გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტის“ საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის სამმართველოსა) და გაფორმების განყოფილებები.
აღნიშნულ თარიღში საბაჟო ორგანოს მიერ მომსახურების გაწევაზე იმოქმედებს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული, არასამუშაო დროისთვის/უქმე დღისთვის დაწესებული ტარიფი.
აქვე გაცნობებთ, რომ 2026 წლის 28 აგვისტოს საქართველოს მასშტაბით არ იმუშავებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები და საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი 2 299 299. გთხოვთ, აღნიშნული გაითვალისწინოთ სერვისებით (მათ შორის ელექტრონული) სარგებლობისას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
1787727242
ახალი ამბებირუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე პირველი სექტემბრიდან გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა საავტომობილო გადაადგილების დროებითი სქემა, რომელიც პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება. დედაქა...
1787726297
ახალი ამბებიგანათლების სამინისტრო: რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გათვალისწინებით, თბილისის N47 საჯარო სკოლა და თბილისის კლასიკური გიმნაზია 15 სექტემბერს სასწავლო პროცესს ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გათვალისწინებით, თბილისის N47 საჯარო სკოლა და თბილისის კლასიკური გიმნაზია 15 სექტემბერს სასწავლო პროცესს ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ. ინფორმაცი...
1787724454
მსოფლიოპაკისტანის საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 14 ახალშობილის სიცოცხლე ემსხვერპლა
ისლამაბადში, პაკისტანის სამედიცინო მეცნიერებათა ინსტიტუტის საავადმყოფოს ახალშობილთა განყოფილებაში ხანძარი გაჩნდა, რასაც 14 ახალშობილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC-ს საავადმყოფოს წარმომადგენე...
1787722698
ახალი ამბებითბილისში, თამარაშვილის ქუჩის N15, N17, N19, N21-ში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
თბილისში, თამარაშვილის ქუჩის N15, N17, N19, N21-ში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 5 000 კვ.მ. ფართობზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ასევე, განხორციელდა ათამდე ავტოფარეხის დემ...
1787720387
ახალი ამბები„წვიმა, ელჭექი და ქარის გაძლიერება“ - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აგვისტოს დღის ბოლომდე სამეგრელო-ზემო სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის დ...































