შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს სოსო ობოლაძე უხელმძღვანელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ, მოადგილესთან, მიხეილ ჩოკოშვილთან ერთად, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი სოსო ობოლაძე წარუდგინა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

 

მას დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. აქვს საჯარო უწყებებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. კერძოდ, 2025-2026 წლებში, მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. 2025 წელს, იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დისციპლინური დევნის სამმართველოს უფროსი.

მიხეილ მაღლაკელიძემ საბაჟო დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საბაჟო დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე ოთარ რიკაძე, მოადგილეები - ირაკლი თევდორაძე, დავით მდინარაძე, მერაბ არახამია, ელგუჯა ბერანძე, კიაზო ახალაია და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1778046303

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ევროპარლამენტი პრაქტიკულად დაცილებულია იმ ღირებულებებს და ფუნქციებს, რაც სინამდვილეში გააჩნია

„რაც კი ამ რეზოლუციაში წერია, მტკნარი სიცრუეა და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს“, - ამის შესახებ მმართველი გუნდი დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც დეპუტატი გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ ს...

დავით მათიკაშვილი

1778045409

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 6 მაისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

6 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +17 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მო...

წვიმააა

1778044789

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი „ლელოზე“: გააგრძელონ მოქალაქეების დასანახად ელჩებისთვის ანგარიშების ჩაბარება და რამდენიმე თვეში ბოლომდე განულდება მათი პოლიტიკური რეიტინგი

„გააგრძელონ მოქალაქეების დასანახად ელჩებისთვის ანგარიშების ჩაბარება და რამდენიმე თვეში ბოლომდე განულდება მათი პოლიტიკური რეიტინგი“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგ...

ლევან მაჭავარიანი

1778014457

ახალი ამბები

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღევლინება. საქართველოში გიორგობას ორჯერ აღნიშნავენ. 6 მაისი დიდმოწამე გიორგის აღსრულების...

საზოგადოება

1778014061

მსოფლიო

რუბიო აცხადებს, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის სამუდამო სამშვიდობო შეთანხმება მიღწევადია, თუმცა რთული

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, თუმცა ეს პროცესი ადვილი არ იქნება და ლიბანისგან „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ბრძოლაში...

 მარკო რუბიო