მიხეილ სარჯველაძე ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მშობლებს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, მოადგილე თეა გიორგაძესთან ერთად, ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მშობლებს შეხვდა.
უწყების ხელმძღვანელმა უშუალოდ მათგან მიიღო ინფორმაცია ბენეფიციარებისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხების შესახებ.
შეხვედრაზე იმსჯელეს გასულ წელს იშვიათი დაავადებების სამკურნალო პროგრამის გაფართოების შედეგად დამატებული მედიკამენტების ეფექტურობაზეც - საუბარია ანტიბიოტიკებზე, ვიტამინებზე, საინჰალაციო და სხვა პრეპარატებზე. როგორც აღინიშნა, მედიკამენტები მკვეთრად აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს და ხელს უწყობს დაავადების მართვას, ასევე - გართულებების თავიდან აცილებასა და მკურნალობის შედეგების გაუმჯობესებას.
მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, უწყების მთავარი მიზანია თითოეული პაციენტის ინტერესების დაცვა. სამინისტრო, მშობლებთან ერთად, აქტიურად აგრძელებს მუშაობას ბენეფიციართა საჭიროებების უზრუნველყოფისთვის.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე, მათ შორის, პროგრამული, ეფექტიანი მედიკამენტებისა და სხვა საშუალებების მიმართულებით და განიხილეს სარეაბილიტაციო სერვისების სპექტრის გაფართოების შესაძლებლობებიც.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.
ცისტური ფიბროზი პროგრესიული გენეტიკური დაავადებაა, რომლის დროსაც არ ხდება ორგანიზმის მიერ წარმოქმნილი სეკრეტების გათხიერება, რის გამოც ხშირია პაციენტებში მორეციდივე სასუნთქი გზების ინფექციები.
1778050315
საზოგადოებაგეკა გელაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ, პირველ მოადგილე ლაშა მაღრაძესთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას სუს-ი ავ...
1778049591
ახალი ამბებიშემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს სოსო ობოლაძე უხელმძღვანელებს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ, მოადგილესთან, მიხეილ ჩოკოშვილთან ერთად, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი სოსო ობოლაძე წარუდგინა. ინფორმა...
1778048632
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: ეშინიათ ფართო საზოგადოებაში გასვლის
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, გარე მითითებით შექმნილ გაერთიანებას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. „ეს არის გარე მითითებით შექმნილი მორიგი ალიან...
1778047599
ახალი ამბებისაგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, უც...
1778046670
მსოფლიოუკრაინამ რუსეთში ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა დაბომბა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დრონებით რუსეთის ქალაქ კირიშის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დაბომბვის შემდეგ ქარხანამ მუშაობა სრულად შეაჩერა, რადგან ქა...




























