შიმშილობაზე მე ორდღიანი ვარ, წნევის ვარდნა ხდება და ვერ ვიტან - თაკო ჩარკვიანი

„ზუსტად ვიცი, არ მიყვარს ეს პრანჭვა-გრეხვით ლაპარაკი, ვიცი, რისი გამკეთებელი ვარ, შეიძლება, ორი დღე მეყოს, ჰა, ხუთი დღე შიმშილზე, მაქსიმუმ, ეს ჩემი მდგომარეობაა“, - განაცხადა პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „TV პირველის“ ეთერში, პარლამენტის საპროტესტო სივრცედ გამოყენების შესახებ საუბრისას.

მისივე თქმით, შიმშილობისგან განსხვავებით, პარლამენტის შენობაში ღამეების გათენების არანაირი პრობლემა არ აქვს.

„რა გაგვიხდა ოპოზიციას, რომ სულ რომ არ მოგვწონდეს ერთმანეთი, არ არის სავალდებულო, მოგწონდეს, ერთ საკითხში მოგვწონს ერთმანეთი – ეს არის დასავლეთი, იმ ერთ საკითხში რომ დავსხდეთ და ყველამ ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება. პარლამენტის გამოყენებაც ამ თვეების განმავლობაში ძალიან საინტერესოდ შეიძლებოდა. იმ პარლამენტში ყველაზე კომფორტულად თავს გრძნობს უმრავლესობა. თუ მაინც და მაინც შიმშილი არ გინდა, ხომ ვიცი, კიდევ ღლიცინს ატეხენ, მაგრამ მაინც ხომ იქამდე მივდივართ, რასაც ვამბობ? აბა, წარმოიდგინეთ, რამდენიც ვართ პარლამენტის შენობაში ოპოზიციონერი, და ამის პრეცედენტი ყოფილი ხელისუფლების დროს იყო, გახსოვთ, მაშინ ახლების პროტესტი იყო, შიგნით პარლამენტშიც რომ გამოიყენო შენობა საპროტესტოდ? თუ ვიღაცას შიმშილობა არ შეუძლია, და აბსოლუტურად გასაგებია, მე კი არავის ვავალდებულებ, ნორმალურია. მაგალითად, მე ორდღიანი ვარ. წნევის ვარდნა ხდება და ვერ ვიტან, მაგრამ სამაგიეროდ აბსოლუტურად არ გამაჩნია პრობლემა, ბევრჯერ მითქვამს, მე, და უკვე ზუსტად ვიცი, ჩემი პარტიის წარმომადგენლები მზად არიან, რომ ისეთი, 160 000 თუ, ადამიანები რომ მოვლენ, პირადად გამოვაცხადებ, ვიტყვი, რომ მე ვრჩები და აბა, ვინ რჩებით ჩემთან ერთად. არ მაქვს არანაირი პრობლემა, რომ იქ ღამე ვათენო და ჩემი პარტიის წარმომადგენლები შემენაცვლებიან, ჩვენი მეგობრები, სანათესაო, შენობის გარეთ, თუ შიგნით. ერთადერთი, უბრალოდ ზუსტად ვიცი, არ მიყვარს ეს პრანჭვა-გრეხვით ლაპარაკი, ვიცი, რისი გამკეთებელი ვარ, შეიძლება, ორი დღე მეყოს, ჰა, ხუთი დღე შიმშილზე, მაქსიმუმ, ეს ჩემი მდგომარეობაა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵უნდა იცოდე რომ ხვალ, საყვარელი სოფო კი აღარ იქნები, ქოცების მონად ჩაგთვლის ყველა - რატომ დაუპირისპირდა ნანუკა ჟორჟოლიანი სოფო ხალვაშს

🔵უკვე დიდი ხანია, რაც ერთად ვართ... - ვინ არის ხვიჩა კვარაცხელიას შეყვარებული? (ფოტო)

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746524374

საზოგადოება

ალექსანდრე რაქვიაშვილი: ერთი წლის წინ MEGOBARI აქტი დააინიცირეს და მაშინ ვთქვი, ვერ მიიღებენ მეთქი და ვერც მიიღეს, დღეს სხვა კანონი მსგავსი სახელით მიიღეს, თამარ ჩერგოლეიშვილმა ახლა კი გაიგო, მაგრამ არ დაწერს, „სანდრო მართალი იყავი, შემეშალაო“

 „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი „MEGOBARI აქტი“-ს შესახებ მის ერთი წლის წინანდელ „ფეისბუკ“ პოსტზე თამარ ჩერგოლეიშვილის გამოხმაურებას აზიარებს და წერს, რომ მან „ამდენი არ იცის“. როგორც...

პოლიტიმოსი

1746523669

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი „მეგობარი აქტზე“: იმედი გვაქვს, ამ პროვოკაციულ რეზოლუციას პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს და ამით შეძლებს თავისი დანაპირების შესრულებას, რომ აშშ-ში „დიფ სთეითი“ დაამარცხოს

 ე.წ. მეგობრობის აქტი ყველაფერია, გარდა მეგობრობისა. არაერთხელ ვახსენეთ, რომ იგი ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს, ასევე აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ხედვას საქართველოსა და რეგი...

ლევან მახაშვილი

1746522198

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა 5 რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა

 მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებს ახალი სახელმწიფო რწმუნებულები ჰყავს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერ-მ...

სახელმწიფო რწმუნებული

1746521282

საზოგადოება

დავით ჩიხელიძე: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტის“ სახელით, მტრული აქტი მიიღო, რომელიც არამეგობრული და არასტრატეგიული ნაბიჯია, დოკუმენტის მეგობარ აქტად მოხსენიება კი არასერიოზული

 აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მეგობარი აქტის სახელით, მტრული აქტი მიიღო, რომელიც არამეგობრული და არასტრატეგიული ნაბიჯია, დოკუმენტის მეგობარ აქტად მოხსენიება კი არასერიოზული, - წერს ექსპერტი დავით ჩი...

დავით ჩიხელიძე

1746520864

საზოგადოება

Reuters: ფრიდრიხ მერცი გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე ვერ დაამტკიცეს

 გერმანიის ბუნდესტაგმა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“-ს ლიდერი, ფრიდრიხ მერცი ქვეყნის კანცლერის თანამდებობაზე ვერ დაამტკიცა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მერცს მხარი 310 დეპუტატ...

ფრიდრიხ მერცი