შინაგან საქმეთა სამინისტრო თემქაზე მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, რის შედეგადაც ახალგაზრდა კაცი დაიღუპა, განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2008 წელს დაბადებული ა.გ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, თემქის დასახლებაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1997 წელს დაბადებულ გ.ა. -ს ფიზიკურად გაუსწორდა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი კრიტიკული მდგომარეობით საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც სამედიცინო დახმარება უტარდებოდა, თუმცა მომდევნო დღეების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და ის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.
1761411525
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ის, რომ ეს შვედი დეპუტატი ისევ ბედავს საქართველოზე საუბარს, იმის ბრალია, რომ არც მას, არც შვედეთის მთავრობას ბოდიში არ მოუხდიათ, შარშან მაიდნის სცენარის განხორციელებით ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების გამო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში შვედი დეპუტატის ვიდეომიმართვას ეხმიანება. „ის, რომ ეს შვედი დეპუტატი ისევ ბედავს საქართველოზე საუბარს, იმის ბრალია, რომ არც მას,...
1761408452
საზოგადოებაგიორგი გაბუნია ღარიბაშვილის საქმეზე: ჩვენ თუ გვინდა გვქონდეს სამართლებრივი სახელმწიფო, მაშინ სახელმწიფო და სამართალი უნდა იყოს ნომერი პირველი. ჩვენ თუ ამ პრინციპს დავიცავთ, საქართველოს ევროპულ მომავალს არაფერი დაემუქრება
„ჩვენ თუ გვინდა გვქონდეს სამართლებრივი სახელმწიფო, მაშინ სახელმწიფო და სამართალი უნდა იყოს ნომერი პირველი. ჩვენ თუ ამ პრინციპს დავიცავთ, საქართველოს ევროპულ მომავალს არაფერი დაემუქრება, - განაცხადა გა...
1761407242
საზოგადოებაპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებ...
1761404915
სპორტიმოკრივე ლიზა ლობჟანიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია
მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში კრივის 15-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გრძელდება. მოკრივე ლიზა ლობჟანიძემ (66 კგ) ფინალი ინგლისელ რუბი-ჯო დოს სანტოსთან დათმო და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა მოკრივემ მ...
1761401882
ახალი ამბებიმედია: გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა დეპორტაციის რაოდენობა გაიზარდა. ყველაზე მეტი ადამიანის დეპორტაცია თურქეთსა და საქართველოში განხორციელდა
გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა დეპორტაციის რაოდენობა გაიზარდა, ხოლო ყველაზე მეტი ადამიანის დეპორტაცია კი თურქეთსა და საქართველოში განხორციელდა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. გავრცელებული ი...


























