პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 46,9353 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ალფა პვპ“-ს. ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალება უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით დააფასოვა 102 ცალად, საიდანაც 96 ცალად დაფასოებულს ინახავდა ბათუმში თავის დროებით საცხოვრებელ სახლში. ერთ ცალად დაფასოებულს ინახავდა პირადად, ხოლო ხუთ ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ ბათუმში საჯაროდ ხელმისაწვდომ ადგილას ფარულად განათავსა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) და 260 კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761414006

სპორტი

მოკრივე დავით ალიხანაშვილი ევროპის ჩემპიონია

მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში კრივის 15-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. მოკრივე დავით ალიხანაშვილმა (54 კგ ) ოქროს მედალი მოიპოვა . ქართველმა სპორტსმენმა ფინალში უკრაინელ კოსტიანტუნ სლიპჩუკს სძ...

 დავით ალიხანაშვილი

1761411525

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ის, რომ ეს შვედი დეპუტატი ისევ ბედავს საქართველოზე საუბარს, იმის ბრალია, რომ არც მას, არც შვედეთის მთავრობას ბოდიში არ მოუხდიათ, შარშან მაიდნის სცენარის განხორციელებით ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების გამო

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში შვედი დეპუტატის ვიდეომიმართვას ეხმიანება. „ის, რომ ეს შვედი დეპუტატი ისევ ბედავს საქართველოზე საუბარს, იმის ბრალია, რომ არც მას,...

შალვა პაპუაშვილ

1761408452

საზოგადოება

გიორგი გაბუნია ღარიბაშვილის საქმეზე: ჩვენ თუ გვინდა გვქონდეს სამართლებრივი სახელმწიფო, მაშინ სახელმწიფო და სამართალი უნდა იყოს ნომერი პირველი. ჩვენ თუ ამ პრინციპს დავიცავთ, საქართველოს ევროპულ მომავალს არაფერი დაემუქრება

„ჩვენ თუ გვინდა გვქონდეს სამართლებრივი სახელმწიფო, მაშინ სახელმწიფო და სამართალი უნდა იყოს ნომერი პირველი. ჩვენ თუ ამ პრინციპს დავიცავთ, საქართველოს ევროპულ მომავალს არაფერი დაემუქრება, - განაცხადა გა...

გიორგი გაბუნია

1761404915

სპორტი

მოკრივე ლიზა ლობჟანიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია

მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში კრივის 15-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გრძელდება. მოკრივე ლიზა ლობჟანიძემ (66 კგ) ფინალი ინგლისელ რუბი-ჯო დოს სანტოსთან დათმო და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა მოკრივემ მ...

 ლიზა ლობჟანიძე

1761401882

ახალი ამბები

მედია: გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა დეპორტაციის რაოდენობა გაიზარდა. ყველაზე მეტი ადამიანის დეპორტაცია თურქეთსა და საქართველოში განხორციელდა

გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა დეპორტაციის რაოდენობა გაიზარდა, ხოლო ყველაზე მეტი ადამიანის დეპორტაცია კი თურქეთსა და საქართველოში განხორციელდა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. გავრცელებული ი...

 დეპორტაცია