Economictimes: შვედეთის სასამართლომ არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის მსჯავრდებულ მიგრანტს ქვეყანაში დარჩენის ნება მისცა, მიზეზად დასახელდა, რომ გაუპატიურება საკმარისად ხანგრძლივი არ ყოფილა, რათა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად შეფასებულიყო
„შვედეთის სასამართლომ არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის მსჯავრდებულ მიგრანტს ქვეყანაში დარჩენის ნება მისცა“,- ამის შესახებ Economictimes-ი წერს.
ერიტრეელმა მიგრანტმა, რომელიც 16 წლის გოგოს გაუპატიურებისთვის იყო მსჯავრდებული, შვედეთში დარჩენის უფლება მას შემდეგ მიიღო, რაც შვედეთის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ მისი დეპორტაცია „შემთხვევის ხანგრძლივობის“ გამო არ მოხდებოდა - იუწყება Daily Caller.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ეჭვმიტანილ მოჰამედს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით ალტო ნორლანდის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გაუპატიურება „საკმარისად ხანგრძლივი არ ყოფილა“ იმისთვის, რომ „განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად“ შეფასებულიყო, ამიტომ დეპორტაცია საჭირო არ გამხდარა.
გამოცემის ცნობით, საქმის განხილვისას სასამართლომ განაცხადა: „გაუპატიურება ბევრ შემთხვევაში განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულად ითვლება, რაც შეიძლება მიგრანტის დეპორტაციის საფუძველი გახდეს. თუმცა, თითოეული საქმე ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს. ინციდენტის ხასიათისა და ხანგრძლივობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს არ წარმოადგენს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს, რომელიც დეპორტაციას მოითხოვს“.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ანგარიშის მიხედვით საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ეყრდნობოდა გაეროს 1951 წლის კონვენციას მიგრანტების სტატუსის შესახებ. ამ წესის მიხედვით, მოჰამედისა და სხვა მიგრანტების სტატუსი დაცულია, გარდა უკიდურესი შემთხვევებისა. სასამართლომ მოჰამედს დარჩენის უფლება მიანიჭა და დაადგინა, რომ საზოგადოებრივი წესრიგისთვის ამჟამად საფრთხე არ არსებობს. ამიტომაც, გაუპატიურებაში ბრალდებული სასჯელის მოხდის შემდეგ შვედეთში დარჩება.
1761411525
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ის, რომ ეს შვედი დეპუტატი ისევ ბედავს საქართველოზე საუბარს, იმის ბრალია, რომ არც მას, არც შვედეთის მთავრობას ბოდიში არ მოუხდიათ, შარშან მაიდნის სცენარის განხორციელებით ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების გამო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში შვედი დეპუტატის ვიდეომიმართვას ეხმიანება. „ის, რომ ეს შვედი დეპუტატი ისევ ბედავს საქართველოზე საუბარს, იმის ბრალია, რომ არც მას,...
1761408452
საზოგადოებაგიორგი გაბუნია ღარიბაშვილის საქმეზე: ჩვენ თუ გვინდა გვქონდეს სამართლებრივი სახელმწიფო, მაშინ სახელმწიფო და სამართალი უნდა იყოს ნომერი პირველი. ჩვენ თუ ამ პრინციპს დავიცავთ, საქართველოს ევროპულ მომავალს არაფერი დაემუქრება
„ჩვენ თუ გვინდა გვქონდეს სამართლებრივი სახელმწიფო, მაშინ სახელმწიფო და სამართალი უნდა იყოს ნომერი პირველი. ჩვენ თუ ამ პრინციპს დავიცავთ, საქართველოს ევროპულ მომავალს არაფერი დაემუქრება, - განაცხადა გა...
1761407242
საზოგადოებაპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებ...
1761404915
სპორტიმოკრივე ლიზა ლობჟანიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია
მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში კრივის 15-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გრძელდება. მოკრივე ლიზა ლობჟანიძემ (66 კგ) ფინალი ინგლისელ რუბი-ჯო დოს სანტოსთან დათმო და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა მოკრივემ მ...
1761401882
ახალი ამბებიმედია: გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა დეპორტაციის რაოდენობა გაიზარდა. ყველაზე მეტი ადამიანის დეპორტაცია თურქეთსა და საქართველოში განხორციელდა
გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა დეპორტაციის რაოდენობა გაიზარდა, ხოლო ყველაზე მეტი ადამიანის დეპორტაცია კი თურქეთსა და საქართველოში განხორციელდა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. გავრცელებული ი...



























