ნათია თურნავა ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემის (CIPS) პრეზიდენტთან ფუ ჰუანგთან შეხვედრა გამართა.
აღნიშნული ვიზიტი მიმდინარე წლის მარტში ჩინეთის სახალხო ბანკთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განსაზღვრული საკითხების განსახილველად შედგა. მხარეებმა ეროვნულ ბანკსა და CIPS-ს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები და ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტებისთვის CIPS-ის გლობალურ ქსელთან წვდომის ხელშეწყობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ საქართველოში გადახდებისა და ანგარიშსწორების სისტემები განუწყვეტლივ ვითარდება. CIPS-თან თანამშრომლობა კი მეტად გაამარტივებს გადახდებს, გადარიცხვებსა და ტრანზაქციებს ორ ქვეყანას შორის, ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს როლის გაძლიერებას შუა დერეფანში.
„საქართველოს პირველად სტუმრობს ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემის დელეგაცია. ჩინეთის სახალხო ბანკთან გაფორმებული ყოვლისმომცველი მემორანდუმის ერთ-ერთი მიმართულება ორი ქვეყნის საფინანსო სისტემებს შორის ტრანზაქციების გამარტივება და ხელმისაწვდომიბის ზრდაა, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ვაჭრობას, ვაჭრობა კი საკმაოდ მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის. ასევე, ორ ქვეყანას შორის გადახდების სისტემების გამარტივება, რა თქმა უნდა ემსახურება საქართველოს როლის გაძლიერებას შუა დერეფანში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
თავის მხრივ, CIPS-ის პრეზიდენტთან ფუ ჰუანგმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული მზარდი კავშირი საზღვრისპირა გადახდების რაოდენობის ზრდაზე აისახება. CIPS-ის მსგავსი საგადახდო სისტემების ინტეგრაცია კი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეკონომიკურ თანამშრომლობას.
„ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. კარგად განვითარებული, ეფექტური და უსაფრთხო საგადახდო ინფრასტრუქტურა ძალიან სასარგებლო იქნება ამ ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის“, - განაცხადა ფუ ჰუანგმა.
ვიზიტის ფარგლებში CIPS-ის მენეჯმენტმა შეხვედრები გამართა ქართული კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან. მათ ეძლევათ შესაძლებლობა, გახდნენ გლობალური ქსელის ნაწილი, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობა გაგრძელდება.
საერთაშორისო ბანკთაშორისი გადახდების სისტემა CIPS-ი, ჩინეთის სახალხო ბანკის მიერ 2015 წელს დაარსებული ავტორიზებული გადახდის სისტემაა. კომპანია სპეციალიზებულია იუანის საზღვრისპირა გადახდების კლირინგში. დაარსებიდან დღემდე, CIPS-მა მსოფლიოს მასშტაბით პირდაპირი და არაპირდაპირი მონაწილეების ფართო ქსელი შექმნა თითქმის ყველა ძირითად რეგიონში. ამჟამად CIPS-ის ქსელში 185 ქვეყნის 4700-ზე მეტი საბანკო ინსტიტუცია მონაწილეობს. 2024 წელს CIPS-ის წლიური საქმიანობის მოცულობა 570 ტრილიონ იუანს აჭარბებდა.
1752747132
ახალი ამბებიკახა კალაძე: ეს კანონები კი არ არის პრობლემა, არამედ ის, რომ საქართველოს ჰყავს პატრიოტი ხელისუფლება, ცდილობენ, როგორმე სათავეში მოიყვანონ აგენტურა - ადამიანები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ თუნდაც ქვეყნის წინააღმდეგ
„გრძელდება შანტაჟი, ახალი არაფერია, მზად ვართ დისკუსიისთვის, თუნდაც მოვისმინოთ, რატომ არის ცუდი „გამჭვირვალობის კანონი“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი მედიასთან ევროკომისიისგან გამოგზავნილ წერილს, რ...
1752745912
ახალი ამბები„ამოღებული და დალუქულია დიდი რაოდენობით რძე და რძის ნაწარმი“ - ქვემო ქართლში რძის გადამმუშავებელი არალეგალური 4 საწარმო გამოავლინეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში 4 რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმო გამოავლინეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,...
1752744574
ახალი ამბებიკახა კალაძე: ზოგიერთ მედიას ერთი სიუჟეტი გაუკეთებია ავარიული კორპუსებისთვის რა პროგრამას ვახორციელებთ? უბედურება რომ მოხდება, მხოლოდ მაშინ გამოდიან და ხელს მერიისკენ იშვერენ
„დღეს და გუშინ არ გამხდარა თბილისი ავარიული. ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ. ეს მხოლოდ ჩემი პრობლემა ხომ არაა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან თევდორე მღვდლის ქუჩაზე ავარიული კორპუსის ჩამონგრე...
1752744435
ახალი ამბებიკახა კალაძე: გინდათ, ისევ ისე გითხრათ, რომ აუცილებლად ვიქნები კანდიდატი და აუცილებლად დაგამარცხებთ? - დაელოდეთ, ყველაფერს გაიგებთ ძალიან მალე
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია დედაქალაქის მერობის კანდიდატს უახლოეს დღეებში წარადგენს. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩე...
1752743574
მსოფლიოერაყის სავაჭრო ცენტრში ხანძარს 61 ადამიანი ემსხვერპლა
ერაყის ქალაქ კუტში, ახალ სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად 61 ადამიანი დაიღუპა. არის ბევრი დაშავებული. ასევე არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულებიც. ამის შესახებ independent იუწყება. სავაჭრო ცენტრი 5 დღის წინ გ...