შიო მესამე: ამ სულიწმიდის მადლს საეკლესიო საიდუმლოებების მეშვეობით, ტაძარში ერთობლივ ლოცვებსა და ღვთისმსახურებაში მონაწილეობის მეშვეობით ვიღებთ. ქრისტიანული ცხოვრების მთავარი მიზანი სწორედ სულიწმიდის მადლის მოხვეჭაა
გილოცავთ სულთმოფენობის და ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულს. ამ სულიწმიდის მადლს საეკლესიო საიდუმლოებების მეშვეობით, ტაძარში ერთობლივ ლოცვებსა და ღვთისმსახურებაში მონაწილეობის მეშვეობით ვიღებთ, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სულთმოფენობის დღესასწაულზე ქადაგებისას.
მისივე თქმით, ქრისტიანული ცხოვრების მთავარი მიზანი სწორედ სულიწმიდის მადლის მოხვეჭაა.
„ჩვენ ყოველთვის უნდა ვევედროთ უფალს, რომ მოგვცეს სულიწმიდის მადლი. დღეს შეუძლებელია რომ არ გავიხსენოთ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც მთელს ჩვენს ერს დაუტოვა ეს დიდებული ტაძარი, რომელსაც იგი საქართველოს ავტოპორტრეტს ეძახდა, სამართლიანად უწოდებდა ასე და რომელმაც ისეთი ღვაწლი მოიხვეჭა და ისე აღივსო სულიწმიდის მადლით, რომ მისი ღვაწლი ჭეშმარიტად სამოციქულო მასშტაბის არის, რაც გამოჩნდა მისი გარდაცვალების და დაკრძალვის დღეებში. თითქმის მთელი საქართველო მოქცეული ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, იყო მოსული მისთვის მადლიერების და სიყვარულის გამოსახატავად“, - აღნიშნა შიო მესამემ.
1780227204
ახალი ამბებისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
31 მაისს, დილის 5 საათსა 21 წუთზე, ბაღდათის რაიონში სოფელ ალისმერეთში, 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
1780226625
ახალი ამბებისამების ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ სულთმოფენობის სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა. ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლ...
1780226061
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ბაჩო ახალაია სადისტური რეჟიმის ერთ-ერთი თანაშემოქმედია, საზოგადოებამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის
„სანთლით მოძებნა არ დასჭირდებათ, რადგან ასეთი ადამიანები, სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრია. ჩვენ გვახსოვს 2012 წლამდე ამ სადისტური რეჟიმის მიერ შექმნილი ის პირობები, რაშიც საქართველოს უწევდა ყოფნა და ბაჩო ა...
1780226029
ახალი ამბებივაჟა სირაძე: დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა თითოეული პოლიციელისთვის, პოლიციელის წოდების ტარება დიდი პატივია და დიდი პასუხისმგებლობაც
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ პოლიციელებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა. როგორც მან აღნიშნა, პოლიციელის წოდების ტარება დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. „დღეს არის ძალიან მნი...
1780225952
ახალი ამბებიჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს და ირაკლი ჩიხლაძეს ბრალი წარედგინათ
საქართველოს პროკურატურამ საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე დაკავებულებს, გულბაათ რცხილაძეს და ირაკლი ჩიხლაძეს, ბრალდება წარუდგინა. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დე...































