ზელენსკი: უკრაინამ IRIS-T-ის სისტემისთვის ახალი გამშვები დანადგარი მიიღო
უკრაინამ გერმანიისგან IRIS-T საზენიტო-სარაკეტო სისტემისთვის ახალი გამშვები დანადგარი მიიღო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ჩვენ მივიღეთ IRIS-T-ის ახალი გამშვები დანადგარი. მადლობას ვუხდით გერმანიას ადამიანების დაცვისადმი მისი მუდმივი ერთგულებისთვის. ასეთი ძლიერი მხარდაჭერის წყალობით ათასობით სიცოცხლე გადარჩა. მაგრამ ჩვენ ასევე გვჭირდება რაკეტები საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, რომ გვქონდეს საკმარისი შესაძლებლობები რუსული თავდასხმების მოსაგერიებლად“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
ზელენსკიმ დასძინა, რომ შვედეთთან ასევე არსებობს მნიშვნელოვანი შეთანხმებები, კერძოდ, დახმარების ახალი პაკეტი, მათ შორის უკრაინული ავიაციის გაძლიერება Gripen-ის საბრძოლო თვითმფრინავებით.
„PURL-ის პროგრამა - წელს ახალი შენატანებია... ვიმედოვნებთ როგორც აშშ-ის, ასევე ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერას. რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა უკრაინის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან დაკავშირებით, მან აღნიშნა, რომ მხოლოდ ამ კვირაში რუსებმა უკრაინის მიმართულებით 2 300-ზე მეტი მოიერიშე დრონი, თითქმის 1 560 მართვადი ავიაბომბი და სხვადასხვა ტიპის 108 რაკეტა გაუშვეს. ამიტომ, მისი თქმით, ძლიერი საჰაერო თავდაცვა უზრუნველყოფს უფრო მეტ დაცვას და რუსეთისთვის უკანასკნელი უპირატესობის ჩამორთმევას.
1780226029
ახალი ამბებივაჟა სირაძე: დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა თითოეული პოლიციელისთვის, პოლიციელის წოდების ტარება დიდი პატივია და დიდი პასუხისმგებლობაც
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ პოლიციელებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა. როგორც მან აღნიშნა, პოლიციელის წოდების ტარება დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. „დღეს არის ძალიან მნი...
1780225952
ახალი ამბებიჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს და ირაკლი ჩიხლაძეს ბრალი წარედგინათ
საქართველოს პროკურატურამ საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე დაკავებულებს, გულბაათ რცხილაძეს და ირაკლი ჩიხლაძეს, ბრალდება წარუდგინა. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დე...
1780223316
მსოფლიოისრაელ კაცი: ჯარები დარჩებიან ბოფორტის სტრატეგიულ ციხესიმაგრეში, როგორც სამხრეთ ლიბანში ისრაელის თავდაცვის ძალების უსაფრთხოების ზონის ნაწილში
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ჯარები სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბოფორტის ციხესიმაგრეში დარჩებიან განლაგებულნი, როგორც სამხრეთ ლიბანში სამხედროების უსაფრთხოების ახალი ზონის ნაწილ...
1780221284
ახალი ამბებიჯაბა ხუბუა: ანა ნადარეიშვილმა, რომელიც თურმე სანთლით ეძებს ადამიანებს, ვისაც მისმა ქმარმა „რამე დაუშავა“ ასგზის უნდა თქვას მადლობა, რომ ბაჩო ახალაიას მიერ გაუბედურებული და ცხოვრებაგანადაგურებული ადამიანები მას იქით არ ეძებენ ანგარიშის გასასწორებლად
სააკაშვილის რეჟიმის ჯალათის - ბაჩანა ახალაიას ცოლი ანა ნადარეიშვილი აცხადებს: სანთლით ვეძებ ადამიანებს, რომლებსაც ჩემმა ქმარმა რამე დაუშავაო! იმ ადამიანების ჩამოთვლა რომ დავიწყო, რომლებიც ბაჩო ახალაია...
1780221025
მსოფლიოისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში სტრატეგიული მნიშვნელობის ბოფორტის ციხესიმაგრე დაიკავეს
ისრაელის ჯარებმა სამხრეთ ლიბანში ჯვაროსნების მიერ აშენებული სტრატეგიული მნიშვნელობის ბოფორტის ციხესიმაგრე დაიკავეს, განაცხადეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა მას შემდეგ, რაც ისრაელმა „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ...































