შშმ ბავშვების მშობლები გვარამიას განცხადებაზე: ჯერ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ჰყავდათ ამოჩემებული და მათ მდგომარეობას იყენებდნენ, ახლა გადავიდნენ აუტისტ ადამიანებზე - სადღაც ზღვარი ხომ უნდა იყოს?!
აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას მიერ აუტიზმის შეურაცხმყოფელ კონტექსტში გამოყენებას ეხმაურებიან.
როგორც უფლებადამცველმა მარი კორკოტაძემ აღნიშნა, ჯერ იყო და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ჰყავდათ ამოჩემებული და მათ მდგომარეობას იყენებდნენ, ახლა კი აუტისტ ადამიანებზე გადავიდნენ. მისი თქმით, ასეთი განცხადებები ყველანაირ ზღვარს სცილდება.
„რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ადამიანი გვიმტკიცებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლა უნდა და ხელისუფლებაში მოსვლა რომ გინდა ადამიანს, ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეებისთვის უნდა გააკეთო ყველაფერი, რაც კანონით გევალება. კანონით კი გევალება, რომ პატივი უნდა სცე განსხვავებულ ადამიანებს, აქედანვე, ჯერ ხელისუფლებაში არ მოსულა და აკნინებს ჩემი შვილის მდგომარეობას და ყველანაირ ზღვარს სცილდება. მე ასეთ პოლიტიკოსს არასდროს მივცემ ხმას და არასდროს მექნება სურვილი, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს ასეთი ადამიანი, რომელიც განსხვავებული ადამიანების მდგომარეობას იყენებს ვიღაცის დასაკნინებლად. მე არც მინახავს ეს განცხადება, წამშალა თავის დროზე მეგობრებიდან ნიკა გვარამიამ და ამიტომ მის პოსტებს აღარ მიგდებს. ჯერ იყო და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ჰყავდათ ამოჩემებული და მათ მდგომარეობას იყენებდნენ, ახლა გადავიდნენ აუტისტ ადამიანებზე. არ ვიცი, სადღაც ზღვარი ხომ უნდა იყოს. ნიკა გვარამიას ვაჩვენებ, ჩემი შვილი ყოველდღიურად რა გზას გადის, როგორი ცხოვრება აქვს და თუ მოუნდება მერე, რომ მისი მდგომარეობა ვიღაცის დასაკნინებლად გამოიყენოს, შემომხედოს თვალებში და მითხრას ეს ყველაფერი, რომ, კი, გამოვიყენებ. მაინტერესებს კიდე, ნიკა გვარამიას, ან სხვებს თუ უფიქრიათ, ჩვენ, მშობლები, რას განვიცდით, როცა ჩვენი შვილების მდგომარეობას ასე იყენებენ? ჩაიხედოს ჩვენს გულებში და ნახოს, ყოველ ასეთ ნათქვამზე როგორ იფლითება ჩვენი გული“, - განაცხადა მარი კორკოტაძემ.
„ეს ვინ თქვა, ვინ გაბედა ამის თქმა? როგორც შშმ პირების უფლებადამცველი და შშმ პირის დედა, რომელსაც აუტისტური სპექტრის მქონე შვილი ჰყავს, მივიჩნევ რომ მსგავსი ტიპის განცხადებებისგან, აბსოლუტურად ყველამ დედამიწის ზურგზე, თავი უნდა შეიკავოს“, - აღნიშნავს აუტისტური სპექტრის ბავშვის მშობელი, უფლებადამცველი მარიამ დალაქიშვილი.
„ეს არის ის სტიგმა და საშინელი ეპითეტით მოხსენიება ადამიანის, რომელიც დედამიწის ზურგზე არ უნდა გააკეთოს არავინ. აუტისტი, დაუნი და ასე შემდეგ. მინიმუმ, თუ ამდენის შეგნება არ აქვთ ამ ადამიანებს, რომ მსგავსად არ ისაუბრონ, სხვას მაინც დაეკითხონ, როგორ იქნება კორექტულად რომ ვისაუბროთ და მით უმეტეს, არ გამოვიყენოთ ასეთი ეპითეტები აუტისტური სპექტრის მქონე და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ. ეს არის შეურაცხმყოფელი, რაც მან გააკეთა, არა მარტო ამ ადამიანებისთვის, ვისაც ეს კონკრეტული დიაგნოზი აქვს, არამედ მათი მშობლებისთვის. ჩვენ ამას ვებრძვით მთელი ცხოვრება როგორც მშობლები, ასევე, უფლებადამცველები. ამდენი შეგნება გვარამიას კი არა ყველას უნდა ჰქონდეს ამ ქვეყანაში, რომ მსგავსად არ ისაუბროს. ეს შეგნება რომ ჰქონდეს, მინიმუმ, ემოციური ინტელექტი უნდა მოგყვებოდეს“, - აღნიშნა მარიამ დალაქიშვილმა.
1776174018
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: ყველა ვთანხმდებით, რომ აუტიზმი დიაგნოზი არ არის გვარამიას გარდა. ხომ სამარცხვინო იყო მისი პირველი განცხადება, როგორც პოლიტიკურ, ასევე საზოგადოებრივ და ნებისმიერ ჭრილში, კიდევ უფრო შორს წავიდა მეორე პოსტში
ყველა ვთანხმდებით, რომ აუტიზმი დიაგნოზი არ არის გვარამიას გარდა, - განუცხადა ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა. ი...
1776173193
მსოფლიომაკრონმა ტრამპთან და ირანის პრეზიდენტთან ახლო აღმოსავლეთში არსებულ კონფლიქტზე ისაუბრა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მან ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე თავის ამერიკელ და ირანელ კოლეგებთან, დონალდ ტრამპთან და მასუდ პეზეშკიანთან ისაუბრა. ამის შესახებ მან სო...
1776172796
ახალი ამბებიმამარდაშვილის „ლივერპული“ დღეს კვარცხელიას „პსჟ“-ს უმასპინძლებს
ჩემპიონთა ლიგაზე დღეს მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრები გაიმართება, რა დროსაც ერთმანეთს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები კვლავ დაუპირისპირდებიან. გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ „ენფილდზე“ ხვიჩა კვ...
1776172306
ახალი ამბებიშსს-მ სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისთვის აუცილებელი დახმარების გაუწევლობისა და სათანადო დაწესებულებისთვის შეუტყობინებლობისთვის ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატ...
1776172134
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6963 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6970 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...



























