შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი, მათ შორის 4 ნარკორეალიზატორი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, პოლიციამ ნარკორეალიზატორთა გამოსავლენად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენიმე ეტაპად განახორციელა ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინის", „ჰეროინის“ და „მარიხუანის“ საკონტროლო შესყიდვები და მათი ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
ნივთმტკიცებად ამოღებულია, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული პირების საცხოვრებელი სახლისა და პირადი ჩხრეკისას, ასევე, სპეციალურად მოწყობილი სათბურიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს:
„ჰეროინის“ შემცველი 1 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება, 6 ამპულა „მორფინი“, 5 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, 5 ცალი კონტეინერი მასში მოთავსებული მეტადონის სითხით, ნარკოტიკული საშუალება „ლიზერგიდის“ (LSD) შემცველი 300 ფირფიტა, 5 კილოგრამამდე „მარიხუანა“, ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინი”, ასევე, 35 გრამი ნარკოტიკულ საშუალება „პსილოცინის“ შემცველი სოკო.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტით, 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273-ე 1-ლი პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სხვა სიახლეები:
📍საქართველოში კორონავირუსის 18 274 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - გამოჯანმრთელდა 8 400 პაციენტი
1782147766
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: 26 ივნისს საგაზაფხულო სესია პრემიერ-მინისტრის ანგარიშით დაიხურება
26 ივნისს საგაზაფხულო სესია პრემიერ-მინისტრის ანგარიშით დაიხურება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმ...
1782146449
მსოფლიოფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ მას პირადი შეურაცხყოფა არ აწუხებს, თუმცა სურს, კანონში ცვლილება შეიტანოს, რათა სახელმწიფო ინსტიტუტები ცილისწამებისგან დაცული იყოს
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მას პირადი შეურაცხყოფა არ აწუხებს, თუმცა სურს, კანონში ცვლილება შეიტანოს, რათა სახელმწიფო ინსტიტუტები და სამთავრობო უწყებები ცილისწამებისგან დაცული იყ...
1782143493
მსოფლიოჯეი დი ვენსის თქმით, აშშ-მა ირანთან მოლაპარაკებების დროს ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის „კონფლიქტის მოგვარების მექანიზმთან“ დაკავშირებით „ძალიან კარგ პროგრესს“ მიაღწია
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ 21 ივნისს ბურგენშტოკში ირანთან გამართული მოლაპარაკებების დროს მხარეებმა ლიბანში ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის „კონფლიქტის მოგვარების მექანიზმთან“ დაკავ...
1782140006
ახალი ამბებისაქართველოს პარლამენტის დელეგაცია მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის 33-ე გენერალურ სხდომას დაესწრო
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი და დელე...
1782138016
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი „ჯარის ბანაკის“ გახსნის საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის ტერიტორიაზე „ჯარის ბანაკის“ გახსნის საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა. „მას შემდეგ რაც ჩვენ და...































