შსს: ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თითქოს გორში აღმოჩენილ ცხედარს აღენიშნება ცივი იარაღით მიყენებული დაზიანებები, სიცრუეა

ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თითქოს გორში აღმოჩენილ ცხედარს აღენიშნება ცივი იარაღით მიყენებული დაზიანებები, არის სიცრუე, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყება მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და დაელოდონ საქმეზე მიმდინარე გამოძიების შედეგებს.
„მიმდინარე წლის 6 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოში შევიდა შეტყობინება გორში, ცაბაძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედრის პოვნის შესახებ.
ადგილზე დაუყოვნებლივ მობილიზებულ იქნა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ყველა შესაბამისი დანაყოფი.
მომხდარზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, გამოძიება ამ ეტაპზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი
მონაცემების გათვალისწინებით, მუხლი შესაძლოა, გადაკვალიფიცირდეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.
აქვე მოგახსენებთ, რომ ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თითქოს ცხედარს აღენიშნება ცივი იარაღით მიყენებული დაზიანებები, არის სიცრუე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და დაელოდონ საქმეზე მიმდინარე გამოძიების შედეგებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1754493927
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: „დიფ სთეითის“ არსებობას არა თუ ვერავინ გამორიცხავს, ყველა ხედავს, რომ გაცილებით უფრო გამწვავებული გახდა მისი მოქმედებები, დღეს უკვე ბრიუსელის ბერკეტებს იყენებს არა მარტო საქართველოს, არამედ ბევრი მიმართულებით
„იმაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არის გამოყენებული გარკვეულ იარაღად „დიფ სთეითის“ მიერ იმისათვის, რომ ქვეყნებში ვითარება მართოს, ჯერ კიდევ კისინჯერი და ბჟეზინსკი ლაპარაკობდნენ“, - განაცხადა საქ...
1754492658
ახალი ამბებიპროკურატურა გიორგი ახობაძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელ განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს
საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი სააპ...
1754491717
ახალი ამბებიგიორგი ახობაძე მოსამართლის გადაწყვეტილებით პატიმრობიდან გაათავისუფლეს
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის დაკავებული გიორგი ახობაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და პატიმრობიდან გაათავისუფლა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო...
1754489225
ახალი ამბებიგოგა ხაინდრავა მზია ამაღლობელთან დაკავშირებით 24 დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებას პასუხობს
რეჟისორი გოგა ხაინდრავა მზია ამაღლობელის განაჩენთან დაკავშირებით 24 დიპლომატიური წარმომადგენლობის ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა. „განაჩენს მაინც დალოდებოდით, მერე დაგეწერათ ეს სამარცხვინო განცხადებ...
1754486932
ახალი ამბებილარი დოლართან მიმართებით გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6993 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7013 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...