ვატო შაქარიშვილი: 24 დიპლომატიური წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადება, რომელიც კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილებიდან ნახევარ საათში გავრცელდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთელი პროცესი ერთი ცენტრიდან იმართება

24 დიპლომატიური წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადება, რომელიც კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილებიდან ნახევარ საათში გავრცელდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთელი ეს პროცესი ერთი ცენტრიდან იმართება, არავინ ეკითხება ცალკეულ ქვეყნებს, ისე ასაჯაროებენ Deep State-ის პოზიციას მათი სახელით, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, მზია ამაღლობელის საქმეზე დიპლომატების მიერ გავრცელებული განცხადებით ისინი ხელს ურტყამენ ქართველ პოლიციელს, ამართლებენ და ახალისებენ ძალადობას.
როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, ამგვარი კოლექტიური სამარცხვინო განცხადებები, ეს ყველაფერი კიდევ უფრო აჩქარებს თავსმოხვეული ევრომისწრაფებისგან გათავისუფლების პროცესს.
„24 დიპლომატიური წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადება, რომელიც კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილებიდან ნახევარ საათში გავრცელდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთელი ეს პროცესი ერთი ცენტრიდან იმართება, არავინ ეკითხება ცალკეულ ქვეყნებს, ისე ასაჯაროებენ Deep State-ის პოზიციას მათი სახელით.
რაც შეეხება შინაარსს, ამ განცხადებით 23 ქვეყანა და ევროკავშირი ხელს ურტყამს ქართველ პოლიციელს, ამართლებს და ახალისებს ძალადობას. ის „მოლოტოვებიც“ და ფეიერვერკებიც ხომ მათი ფულით იყო შეძენილი, რომლებითაც ათეულობით პოლიციელი დააზიანეს, ცეცხლი გააჩინეს პარლამენტის შენობაში და გადაწვეს რუსთაველის გამზირი! გამჭვირვალობის კანონს ხომ მათ უწოდეს „რუსული“; ყოველგვარი ფაქტების გარეშე, ეუთოს დასკვნის მიუხედავად, ხომ გამოაცხადეს დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები არალეგიტიმურად; მათივე მხრიდან მოლაპარაკების ეტაპის შეჩერება ხომ დააბრალეს საქართველოს ხელისუფლებას; ხომ წააქეზეს ახალგაზრდები დანაშაულზე და ახლა პოლიტპატიმრებს უწოდებენ; ხომ ითხოვდნენ სისხლიანი დამნაშავის სააკაშვილის გათავისუფლებას; ხომ ითხოვდნენ, რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა, ამით ეკონომიკური სუიცდი ჩაგვედინა… საერთო ჯამში, ამ ყველაფრით ხომ უნდოდათ თავიანთი აგენტურის ხელისუფლებაში მოყვანა და ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა…?! ჩვენც ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა დავარქვათ თავისი სახელი…?!
მტრები არიან, მტრები!!!
საკუთარ ქვეყნებს და მთლიანად ევროპას ანგრევენ Deep State-ის დავალებით და რატომ უნდა გვიკვირდეს, რომ საქართველოს განადგურებაზე მუშაობენ.
წერონ და იკითხონ ეს კოლექტიური სამარცხვინო განცხადებები, ეს ყველაფერი კიდევ უფრო აჩქარებს პროცესს, რომლის შედეგადაც საბოლოოდ გავთავისუფლდებით თავსმოხვეული ევრომისწრაფებისგან! ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სუვერენული პოლიტიკა, შევინარჩუნოთ მშვიდობა და ეს გზა უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის შეუქცევად განვითარებას! ამისთვის წესრიგი და კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვაა აუცილებელი! ვინ უნდა ჩაჯდეს, რამდენი წლით ამას კანონი და სასამართლო განსაზღვრავს და არა 23 უცხო ქვეყნის+ევროკავშირის ბიუროკრატიის ერთობლივი განცხადებები!”, - წერს ვატო შაქარიშვილი.
1754497131
ახალი ამბებიშსს: ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თითქოს გორში აღმოჩენილ ცხედარს აღენიშნება ცივი იარაღით მიყენებული დაზიანებები, სიცრუეა
ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თითქოს გორში აღმოჩენილ ცხედარს აღენიშნება ცივი იარაღით მიყენებული დაზიანებები, არის სიცრუე, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტრო...
1754495487
ახალი ამბებიაღსრულების ეროვნული ბიურო: „ლელო საქართველოს“ მიერ განხორციელდა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა
„ლელო საქართველოს" მიერ განხორციელდა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა. შესაბამისად, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაასრულა საქმისწარმოება, - ამის შესახებ ინფორმაცი...
1754493927
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: „დიფ სთეითის“ არსებობას არა თუ ვერავინ გამორიცხავს, ყველა ხედავს, რომ გაცილებით უფრო გამწვავებული გახდა მისი მოქმედებები, დღეს უკვე ბრიუსელის ბერკეტებს იყენებს არა მარტო საქართველოს, არამედ ბევრი მიმართულებით
„იმაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არის გამოყენებული გარკვეულ იარაღად „დიფ სთეითის“ მიერ იმისათვის, რომ ქვეყნებში ვითარება მართოს, ჯერ კიდევ კისინჯერი და ბჟეზინსკი ლაპარაკობდნენ“, - განაცხადა საქ...
1754492658
ახალი ამბებიპროკურატურა გიორგი ახობაძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელ განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს
საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი სააპ...
1754491717
ახალი ამბებიგიორგი ახობაძე მოსამართლის გადაწყვეტილებით პატიმრობიდან გაათავისუფლეს
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის დაკავებული გიორგი ახობაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და პატიმრობიდან გაათავისუფლა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო...