"შურისძიების მოტივით, თანასოფლელს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა" - პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით  წარუდგინა, - ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 დეკემბერს, ბრალდებულმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათში, პირადი დაპირისპირების გამო, შურისძიების მოტივით, თანასოფლელს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 11 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782234415

ახალი ამბები

თბილისის მერი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ედმონდო ჩირიელის შეხვდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.   შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და იტალიას...

თბილისის მერი

1782231690

ახალი ამბები

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადების, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და უკანონო წარმოებისთვის ფარული ლაბორატორიის მოწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადების, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და უკანონო წარმოებისთვის ფარული ლაბორატორიის მოწყობის ფაქტებზე უცხო ქვ...

პროკურატურა

1782230096

ახალი ამბები

შს სამინისტროს მიერ მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნის მიზნით შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნისა და სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქ...

შსს განცხადება

1782227798

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: რეზოლუციები ვიდრე გაჟღენთილი იქნება აბსურდით, დეზინფორმაციით, მანამდე მათ არანაირი ფასი არ ექნება და ყურადღებას არ მივაქცევთ

„რეზოლუციები ვიდრე გაჟღენთილი იქნება აბსურდით, დეზინფორმაციით, მანამდე არანაირი ფასი არ ექნება და ამას ყურადღებას არ მივაქცევთ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე...

ლევან მაჭავარიანი

1782225791

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ედმონდო ჩირიელის შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი