სიღნაღში ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ცნობილი კომპოზიტორის ბიუსტის გახსნის ცერემონიით და მისი შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამოთი გაიხსნა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სიღნაღში ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ცნობილი კომპოზიტორის ბიუსტის გახსნის ცერემონიით და მისი შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამოთი გაიხსნა.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ქალაქის მთავარ სკვერში ბიძინა კვერნაძის ბიუსტი საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ და კომპოზიტორის მეუღლემ, ნესტან მესხმა გახსნეს.

თინათინ რუხაძემ დამსწრე საზოგადოებას ფესტივალის გახსნა მიულოცა და მონაწილეებს წარმატებები უსურვა.

საღამოზე, რომელსაც თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა, კომპოზიტორის უკვდავი ნაწარმოებები შეასრულეს სიმფონიურმა ორკესტრმა ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით, მომღერლებმა ნანი ბრეგვაძემ, ეკა მამალაძემ, სოფო ხალვაშმა, კონსტანტინე ყიფიანმა, აჩიკო ნიჟარაძემ, გიორგი სუხიტაშვილმა, მეკო ქავთარაძის ახალგაზრდულმა კაპელამ.

ქართულ კულტურაში შეტანილი ღვაწლისთვის ბიძინა კვერნაძის სახელობის ჯილდო გადაეცათ კომპოზიტორის მეუღლეს ნესტან მესხს, ნანი ბრეგვაძეს და მუსიკისმცოდნე მანანა ახმეტელს.

ფესტივალის იდეის ავტორი, დამფუძნებელი და კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელია ნიკა ნიკვაშვილი.

ფესტივალის მიზანია ქართული მუსიკალური ხელოვნების პოპულარიზაცია, ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა და მათი შემოქმედებითი პოტენციალის მხარდაჭერა, აგრეთვე ქართველი და უცხოელი ხელოვანების კოლაბორაციის ხელშეწყობა.

ფესტივალის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების დელეგატი გია ბენაშვილი, პარლამენტის წევრები დავით მათიკაშვილი და გელა სამხარაული, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751198398

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: თუ გერმანიის ელჩი თანაუგრძნობს ხოშტარიას მიზანს, აიძულოს ოპოზიცია ბოიკოტი გამოუცხადოს თვითმმართველობის არჩევნებს, ეს დიპლომატიური კატასტროფაა. თუმცა, ამაში არაფერია გასაკვირი

 გერმანიის ელჩმა, მისი, გუშინდელი, სოლიდარობის აქტის გამართლების მცდელობისას, დაადასტურა, რომ მას, ელენე ხოშტარიასთვის შიმშილობის შეწყვეტა არ ურჩევია და მხოლოდ ემპათიის გამოსახატვაად მივიდა“, - წერს ს...

შალვა პაპუაშვილი

1751196284

მსოფლიო

ტრამპმა ისრაელის პროკურორები გააკრიტიკა - „საშინელებაა ის, რასაც ისრაელში ბენიამინ ნეთანიაჰუს უკეთებენ“

 დონალდ ტრამპმა ისრაელის პროკურორები პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების გამო გააკრიტიკა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერ მინისტრი ომის გმირად მოი...

ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპი

1751195015

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: დროებითმა საგამოძიებო კომისიამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა, 2012 წლამდე რა დოზით იყო ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის აოხრებით, ადამიანის უფლებების დარღვევით დაკავებული

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა, 2012 წლამდე რა დოზით იყო ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის აოხრებით, ადამიანის უფლებების დარღვევით, ახალგაზრდების ქუჩაში კვლით, პენიტენციურ...

დავით მათიკაშვილი

1751192736

ახალი ამბები

ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ აბიტურიენტები დალოცა

სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ აბიტურიენტები დალოცა. მეუფემ წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადა...

ლლლ

1751191343

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად...

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა