ორბანი: ბრიუსელმა გასცა ბრძანება ბუდაპეშტში პრაიდის გამართვის შესახებ და მათმა მარიონეტულმა პოლიტიკოსებმა ეს ბრძანება შეასრულეს

 უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში გამართული ყველაზე მასშტაბური ლგბტ პრაიდის ღონისძიების შესახებ თავის პირველ კომენტარში განაცხადა, რომ ეს „კიდევ ერთი დასტურია“ იმისა, თუ რატომ სჭირდება ქვეყანას კონსერვატიული მთავრობა.

ორბანის თქმით, „ბრიუსელმა გასცა ბრძანება ბუდაპეშტში პრაიდის გამართვის შესახებ და მათმა მარიონეტულმა პოლიტიკოსებმა ეს ბრძანება შეასრულეს“.

„ეს იმის დასტურია, თუ როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, ქვეყანას რომ არ უხელმძღვანელოს მთავრობამ, რომელიც ჩვენს სუვერენიტეტს იცავს... გუშინდელი დღის წყალობით, კიდევ უფრო დიდი დარწმუნებით ვიცით, რომ ეს ადამიანები არსად არ უნდა იყვნენ დაშვებული“, - განაცხადა ორბანმა.

მან ასევე გამოთქვა აღშფოთება პრაიდის დროს „ამაზრზენი და სამარცხვინო ქმედებების“ გამო, მათ შორის ქუსლიან ფეხსაცმელებში გამოწყობილი მამაკაცებისა და ჰორმონოთერაპიის შესახებ ბროშურების გავრცელების გამო.

ცნობისთვის, 28 ივნისს ბუდაპეშტში გამართული ლგბტ პრაიდი უნგრეთში ყველაზე მასშტაბური იყო - დიდწილად მისი აკრძალვის გარშემო ატეხილი რეზონანსის გამო. ღონისძიებას ევროპის არაერთი ქალაქის მერები დაესწრნენ, ხოლო ბუდაპეშტის ოპოზიციონერი მერი კოლონას ხელმძღვანელობდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მსვლელობაში ათიათასობით ადამიანიდან 100 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

პრაიდის დაწყებამდე ორბანმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პოლიციას შეეძლო მისი დაშლა, როგორც აკრძალული ღონისძიების, ისინი ამას არ გააკეთებდნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751218787

საზოგადოება

გოგა ხაინდრავა ევროპელ ბიუროკრატებზე: ეს დეპუტატები, ვინც იქ საქართველოზე ლაპარაკობენ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ „გლოვოთი“ გამოძახებული კერძები არიან. ფული აქვთ აღებული და ღმერთმა იცის რას ლაპარაკობენ

 არანაირი პერსპექტივა ამ დაწესებულებას აღარ აქვს და გასაკვირიც არ არის. ეს დეპუტატები, ვინც იქ საქართველოზე ლაპარაკობენ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ „გლოვოთი“ გამოძახებული კერძები არიან. ფული აქვთ ა...

ააა

1751217082

ახალი ამბები

გურამ ნიკოლაშვილი ხოშტარიას შიმშილობაზე: თვითმკვლელობა და თვითდესტრუქცია, როგორც შანტაჟის ნაირსახეობა, არაა წასახალისებელი ამბავი - მაგრამ, საქართველში მოიძებნა ფიგურა, გერმანიის ელჩი, რომელსაც განსხვავებული შეხედულება აღმოაჩნდა

 საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი, გურამ ნიკოლაშვილი ეხმიანება გერმანიის ელჩის ვიზიტს მოშიმშილე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერ, ელენე ხოშტარიასთან, რომლის განცხადებითაც, შიმშილობას შეწყვეტს, თუ...

გურამ ნიკოლაშვილ

1751213290

საზოგადოება

მეუფე შიო: მატერიალური დოვლათი კარგია, საჭიროც არის და მოითხოვს შრომას, მაგრამ უფალი ამბობს, რომ ეს შრომა დალოცვილი და ნაყოფიერია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირველად ეძიებ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს და არა - პირიქით

 „რაც მეტია ზრუნვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ნაკლებია ზრუნვა ღვთის სიმართლესა და სასუფეველზე, ეს მატერიალური სიკეთეები მით უფრო კი არ მატულობს, არამედ იკლებს, არ ჰყოფნით ადამიანებს.... რაც მეტია ღვთ...

აა

1751208776

ახალი ამბები

გრეტა წიწავა ელენე ხოშტარიას განცხადებაზე: ოპოზიციამ ოპოზიციას შიმშილობა გამოუცხადა - ვითომ კინკლაობთ, ერთნი ხართ და რასაც დაგავალებენ იმას გააკეთებთ!

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, გრეტა წიწავა, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შიმშილობას...

გრეტა წიწავა

1751203091

მსოფლიო

უკრაინამ ოტავის კონვენცია ოფიციალურად დატოვა

 უკრაინა ოფიციალურად ტოვებს ოტავის კონვენციას, რომელიც ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების წარმოებასა და გამოყენებას კრძალავს. ცნობას უკრაინული მედია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შესაბამის განკარგულებას ვოლოდი...

ააა