იაგო ხვიჩია: დღევანდელი გადმოსახედიდან გამოდის, რომ ოპოზიციის აქტივისტები მხარს უჭერენ ჩარლი კირკის მკვლელობის ავტორს, ვერ ვხვდები, შეკვეთით აკეთებენ ამას, თუ იდიოტები არიან

დღევანდელი გადმოსახედიდან გამოდის, რომ ოპოზიციის აქტივისტები მხარს უჭერენ ჩარლი კირკის მკვლელობის ავტორს, ვერ ვხვდები, შეკვეთით აკეთებენ ამას, თუ იდიოტები არიან, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, კირკის მკვლელობა შემზარავი ბოროტებაა.
„შემზარავი ბოროტება მოხდა. უდანაშაულო ადამიანი მოკლეს მის მიერ გამოთქმული აზრის გამო მაშინ, როდესაც არგუმენტი ვერ დაუპირისპირეს. ამ ტრაგედიას ჩვენს ლოკალურ დონეზე ამძაფრებს ის, რომ ადამიანები, რომლებიც ოპოზიციონერებად ასაღებენ თავს და ხელისუფლებას უპირისპირდებიან, თავიანთი ქმედებებით მიდრეკილნი უნდა იყვნენ, შეინარჩუნონ, ან მოიპოვონ მორალური უპირატესობა, თუმცა ანიავებენ, ხელისუფლებას აბარებენ ამ მორალურ უპირატესობას. დღევანდელი გადმოსახედიდან გამოდის, რომ ოპოზიციის აქტივისტები მხარს უჭერენ, ამხნევებენ ამ საზარელი დანაშაულის ავტორს, ხოლო „ქართული ოცნება“ გამოდის ვითომ დამცველი კონსერვატიული ღირებულებებისა და ადამიანის სიცოცხლის. ვერ ვხვდები, ქმედებებს, რომელსაც ახლა ვადევნებთ თვალყურს, „ქართული ოცნების“ მიერ ორკესტრირებულია და მათთან შეკვეთით აკეთებს ოპოზიციონერი აქტივისტების დიდი ნაწილი, თუ უბრალოდ იდიოტები არიან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
კონსერვატორი კომენტატორი ჩარლი კირკი, რომელსაც იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ესროლეს, დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, კირკი პრეზენტაციას ატარებდა, როცა ესროლეს. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კირკი, რომელიც დონალდ ტრამპის მოკავშირედ მიიჩნეოდა, კონსერვატიული სტუდენტური მოძრაობის ხელმძღვანელი იყო.
1757601283
საზოგადოებარატი იონათამიშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ თვითმმართველობის არჩევნებიც ორგანიზების მხრივ იქნება სანიმუშო და ბევრად უფრო უკეთესი, ვიდრე ევროკავშირისა და ნატოს წევრ ზოგიერთ ქვეყანაში ხდება - პროცესიც იქნება მშვიდი და დემოკრატიული
რატი იონათამიშვილი დარწმუნებულია, რომ თვითმმართველობის არჩევნებიც ორგანიზების მხრივ იქნება სანიმუშო და ბევრად უდრო უკეთესი, ვიდრე ევროკავშირისა და ნატოს წევრ ზოგიერთ ქვეყანაში ხდება - საარჩევნო პროცეს...
1757600607
საზოგადოებარატი იონათამიშვილი „მეგობარ აქტზე“: საბოლოო ჯამში საქართველოს დასმენის აქტი მათ დაამთავრეს იმით, რომ თვითონვე აღიარეს, რომ „მეგობარი აქტს“, რომელიც საქართველოსადმი მტრული აქტია სინამდვილეში, არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია და ის ჩავარდა
ძალიან მძიმე დღეები ჰქონდათ ჩვენი ქვეყნის მტრებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ჩვენ ვნახეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ქვეყნის შიგნით გატარებული ძალიან მნიშვნელოვანი სახელ...
1757599645
საზოგადოებასუსი: ჯუანშერ ბურჭულაძემ დაკავებისას განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ კვადროციკლიდან გადმოვარდა და ტვინის მსუბუქი შერყევა მიიღო, შესაბამისად, ანტიკორუფციული სააგენტო თავს იკავებს დაკავების კადრების გავრცელებისგან
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ გაუვრცელებია თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავების კადრები. „ქრონიკამ“ ამ კადრებთან დაკავშირებით უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მი...
1757599594
საზოგადოებარატი იონათამიშვილი: დღევანდელი დღე მაგალითია, რომ სახელმწიფო არის ძლიერი და ის საქმეები, რომელიც სუსის მიერ იქნა გახსნილი არის სახელმწიფო მნიშვნელობის და ეს არის ძალიან ძლიერი გზავნილი ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრებისთვის
დღევანდელი დღე არის მაგალითი, რომ სახელმწიფო არის ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებით და ის საქმეები, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ იქნა გახსნილი არის სახელმწიფო მნიშვნ...
1757599528
საზოგადოებარატი იონათამიშვილი: ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა საქართველოში თვიდან თვემდე იზრდება. ჩვენი საზოგადოება ძალიან სწორად აფასებს, რომ „ქართული ოცნება“ ერთადერთი ეროვნული და პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური გუნდია
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილმა GORBI-ს ბოლო კვლევის შედეგები შეაფასა. ამ თემაზე მან „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. „ფაქტია, რომ „ქართული ოცნ...