„სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ“ - ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით მარნეულში ორი პირი დააკავე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თანასოფლელს საბანკო ანგარიში გაახსნევინეს და ინტერნეტბანკით სარგებლობისთვის საჭირო ინფორმაციას დაეუფლნენ. მათ მამაკაცი დაარწმუნეს, რომ ანგარიშზე თანხები ჩაირიცხებოდა, საიდანაც გარკვეულ წილს მასაც მისცემდნენ.

მოგვიანებით ბრალდებულებმა მამაკაცს განუცხადეს, რომ თითქოს საბანკო ანგარიში გაუქმდა, რის შემდეგაც 1 500 ლარის გადახდა მოსთხოვეს და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

სამართალდამცველებმა კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ უწყებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792909104

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: თუ საბოლოოდ დადგება შედეგი, რომ გარკვეული პოლიტიკური პარტიები აიკრძალება, ეს მხოლოდ გააჯანსაღებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს

„თუ საბოლოოდ დადგება შედეგი, რომ გარკვეული პოლიტიკური პარტიები აიკრძალება, ეს მხოლოდ გააჯანსაღებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. წინა პლანზე გამოვლენ ახალი მოთამაშეები, რომელთაც განვითარების ბევრად უფრო მა...

დავით ჩიხელიძე

1792908618

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 25 ოქტომბერს საქართველოში

25 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდი და +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსია ნ...

ამინდის პროგნოზი

1792874457

ახალი ამბები

მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში დამარცხდა

 ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრის დაბრუნება ვერ მოახერხა. აბუ დაბიში გამართულ UFC 333-ის თანამთავარ ბრძოლაში დვალიშვილი პიოტრ იანთან დამარცხდა, რომელმა...

მერავ დვალიშვილკ

1792871289

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ყველას, ვინც საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ ხმალი აიღო, ან უცხო ქვეყნის ხელისუფლებას მიაწოდა, რანაირი განზრახვაც არ უნდა ჰქონოდა, ისტორიამ განაჩენი გამოუტანა

 „ყველას, ვინც საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ ხმალი აიღო, ან უცხო ქვეყნის ხელისუფლებას მიაწოდა, რანაირი განზრახვაც არ უნდა ჰქონოდა, ისტორიამ განაჩენი გამოუტანა“, - განაცხადა გადაცემაში...

შალვა პაპუაშვილი

1792868879

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: გარე ჩარევებში მტერი და მოყვარე არ არსებობს - გარე ჩარევა ყველა არის ცუდი

 „გარე ჩარევებში მტერი და მოყვარე არ არსებობს, გარე ჩარევა ყველა ცუდია“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა შალვა პაპუაშვილმა. „...

შალვა პაპუაშვილი