ილონ მასკი: უკრაინელებმა Starlink-ის მომსახურების პირობები დაარღვიეს და სისტემა ადამიანების დასახოცად დრონებით დარტყმებისთვის გამოიყენეს - ეს ხარვეზი გასულ კვირას აღმოიფხვრა

უკრაინის სამხედრო ძალებმა დაარღვიეს Starlink-ის მომსახურების პირობები და სისტემა ადამიანების დასახოცად დრონებით დარტყმებისთვის გამოიყენეს. ეს ხარვეზი გასულ კვირას აღმოიფხვრა, - ამის შესახებ კომპანია SpaceX -ის დამფუძნებელი, ილონ მასკი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მასკი წერს, Starlink-ის, კომერციული დანიშნულების სამოქალაქო სერვისის, ადამიანების მოსაკლავად დრონებით დარტყმების განსახორციელებლად გამოყენება არასოდეს ყოფილა დაშვებული და არც უნდა იყოს.

რაც შეეხება Starshield-ს, ილონ მასკის განმარტებით, ის განსხვავებული სისტემაა, რომელსაც აშშ-ის მთავრობა აკონტროლებს და მისი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მათზეა დამოკიდებული.

„Starlink კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის, რადგან ამ ეტაპზე ის ერთადერთი სისტემაა, რომლის ჩახშობა ან განადგურება შეუძლებელია. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეა. Starlink-ის გათიშვის შემთხვევაში უკრაინის ფრონტის ხაზი დაუყოვნებლივ ჩამოიშლებოდა. ეს მუქარა არ არის - ეს უბრალოდ ფაქტის კონსტატაციაა“, - წერს მასკი.

მისი თქმით, Starlink-მა გადამწყვეტი როლი შეასრულა იმაშიც, რომ ომის საწყის ეტაპზე რუსეთმა უკრაინის დაპყრობა ვერ შეძლო, რადგან კომუნიკაციის ყველა სხვა საშუალება რუსეთმა გაანადგურა ან ჩაახშო.

„SpaceX-მა უკრაინის დასაცავად შეუდარებლად მეტი გააკეთა, ვიდრე დედამიწაზე არსებულმა ნებისმიერმა სხვა კერძო კომპანიამ. ამასთანავე, უკიდურესი ზიზღის გარდა არაფერს ვგრძნობ იმ ბოროტი, ომის მომხრე ადამიანების მიმართ, რომლებიც „კეთილშობილების დემონსტრირებით“ არიან დაკავებულები, უსასრულო ხოცვა-ჟლეტას უჭერენ მხარს და კონფლიქტის მოგვარების არავითარ რეალისტურ გზას არ გვთავაზობენ. ჯოჯოხეთში დაიწვით! სულ ეს არის“, - წერს მასკი.

Correct. Using Starlink, a civilian commercial service, for offensive drone strikes to kill people has never been allowed, nor should it be. Starshield, a different system, is controlled by the US government. What they decide to do is up to them. Ukraine military violated Starlink terms of service and used it for offensive drone strikes to kill people. That loophole was closed last week. Starlink remains critical to the defense of Ukraine, as it is the only system that cannot be jammed or blown up, at least for now. Were Starlink to be turned off, the Ukrainian front line would collapse immediately. This is NOT a threat, it is simply a statement of fact. Starlink was also crucial to preventing Russia from overrunning Ukraine in the early days of the war, as all other means of communication were destroyed or jammed by Russia. SpaceX has done more to defend Ukraine than any private company on Earth BY FAR. That said, I have nothing but UTTER CONTEMPT for the virtue-signaling evil warmongers who push for endless slaughter and offer no realistic solution to the conflict. May you burn in hell. End of story.

— Elon Musk (@elonmusk) October 24, 2026

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792868879

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: გარე ჩარევებში მტერი და მოყვარე არ არსებობს - გარე ჩარევა ყველა არის ცუდი

 „გარე ჩარევებში მტერი და მოყვარე არ არსებობს, გარე ჩარევა ყველა ცუდია“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა შალვა პაპუაშვილმა. „...

შალვა პაპუაშვილი

1792867406

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: 2024 წლის არჩევნებზე სიის პირველი ნომერი იყო ბიძინა ივანიშვილი, ასე რომ, მას მანდატიც აქვს და, როგორც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, მას პარტიული ფუნქციაც აქვს

 „შეგახსენებთ, რომ 2024 წლის არჩევნებზე სიის პირველი ნომერი იყო ბიძინა ივანიშვილი. ასე რომ, მას მანდატიც აქვს და, როგორც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, მას პარტიული ფუნქციაც აქვს“, - განაცხად...

შალვა პაპუაშვილი

1792863070

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სწორედ თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის პრინციპი გულისხმობს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, არ მისცეს უფლება კონსტიტუციის დამრღვევ პარტიას, იყოს პოლიტიკური ლანდშაფტის შემადგენელი

 „პარტია, რომელიც არ არღვევს კონსტიტუციას, სრულად არის დაცული საქართველოს კონსტიტუციით“, - ასე უპასუხა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა...

შალვა პაპუაშვილი

1792861966

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: თუკი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ მოვა ხელისუფლებაში, მათ ექნებათ გარედან სრული კარტ-ბლანში წნეხისთვის

 „თუკი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ მოვა ხელისუფლებაში, მათ ექნებათ გარედან სრული კარტ-ბლანში წნეხისთვის“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული...

შალვა პაპუაშვილი

1792857325

ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილი აზიის მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიანი წევრი, აკადემიკოსი გახდა

 საქართველოს პარლამენტის წევრს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი სოსიაშვილს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ სანიაში, აზიის მეცნიერებათა აკადემიის ა...

გიორგი სოსიაშვილი აზიის მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიანი წევრი, აკადემიკოსი გახდა