ბრალდებულებმა განიზრახეს სკოლაზე თავდასხმის, რბევისა და ძალადობის ორგანიზება - პროკურატურამ 2 არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მომზადების ფაქტზე ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2026 წლის აპრილი-მაისის თვეში სოციალურ ქსელის მეშვეობით გაიცნეს ერთმანეთი და განიზრახეს სკოლაზე თავდასხმის, რბევისა და ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა. კერძოდ, მათ შეარჩიეს თბილისში მდებარე კონკრეტული სკოლა, შეისწავლეს მისი შიდა განლაგება, გადაწყვიტეს, რომ სკოლის წინ დაემონტაჟებინათ ყალბი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რაც საშუალებას მისცემდათ შეუმჩნევლად შეჭრილიყვნენ სკოლაში, დაერბიათ სკოლის შიდა ტერიტორია და იარაღის გამოყენებით სკოლაში მყოფი პირებისთვის მიეყენებინათ ჯანმრთელობის დაზიანებები. ამ მიზნით მათ შეიძინეს სხვადასხვა ნივთები და შექმნეს ყველა პირობა დანაშაულის ჩასადენად, თუმცა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხეს, რადგან მათი ქმედება გამოვლენილ იქნა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მომზადება, რასაც თან უნდა მოჰყოლოდა ძალადობა და რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ერთ-ერთ არასრულწლოვან ბრალდებულს აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო მეორე ბრალდებულის მიმართ პროკურატურა შუამდგომლობით სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792874457

ახალი ამბები

მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში დამარცხდა

 ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრის დაბრუნება ვერ მოახერხა. აბუ დაბიში გამართულ UFC 333-ის თანამთავარ ბრძოლაში დვალიშვილი პიოტრ იანთან დამარცხდა, რომელმა...

მერავ დვალიშვილკ

1792871289

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ყველას, ვინც საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ ხმალი აიღო, ან უცხო ქვეყნის ხელისუფლებას მიაწოდა, რანაირი განზრახვაც არ უნდა ჰქონოდა, ისტორიამ განაჩენი გამოუტანა

 „ყველას, ვინც საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ ხმალი აიღო, ან უცხო ქვეყნის ხელისუფლებას მიაწოდა, რანაირი განზრახვაც არ უნდა ჰქონოდა, ისტორიამ განაჩენი გამოუტანა“, - განაცხადა გადაცემაში...

შალვა პაპუაშვილი

1792868879

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: გარე ჩარევებში მტერი და მოყვარე არ არსებობს - გარე ჩარევა ყველა არის ცუდი

 „გარე ჩარევებში მტერი და მოყვარე არ არსებობს, გარე ჩარევა ყველა ცუდია“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა შალვა პაპუაშვილმა. „...

შალვა პაპუაშვილი

1792867406

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: 2024 წლის არჩევნებზე სიის პირველი ნომერი იყო ბიძინა ივანიშვილი, ასე რომ, მას მანდატიც აქვს და, როგორც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, მას პარტიული ფუნქციაც აქვს

 „შეგახსენებთ, რომ 2024 წლის არჩევნებზე სიის პირველი ნომერი იყო ბიძინა ივანიშვილი. ასე რომ, მას მანდატიც აქვს და, როგორც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, მას პარტიული ფუნქციაც აქვს“, - განაცხად...

შალვა პაპუაშვილი

1792863070

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სწორედ თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის პრინციპი გულისხმობს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, არ მისცეს უფლება კონსტიტუციის დამრღვევ პარტიას, იყოს პოლიტიკური ლანდშაფტის შემადგენელი

 „პარტია, რომელიც არ არღვევს კონსტიტუციას, სრულად არის დაცული საქართველოს კონსტიტუციით“, - ასე უპასუხა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა...

შალვა პაპუაშვილი