სოფელ კირბალის სასაფლაოზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის სასაფლაოზე გამოჩნდნენ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები. ოთხი შეიარაღებული პირი, რომლებსაც თან გერმანული ნაგაზები ჰყავდათ, სოფლის სასაფლაოზე დაინახეს. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა ადგილობრივმა მცხოვრებმა გადაიღო და ანტისაოკუპაციო მოძრაობამ გაავრცელა.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები კირბალში 19 იანვარსაც გამოჩნდნენ.
ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, რუსეთის ე.წ. მესაზღვრეები სოფლის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ხეებსა და ბუჩქებზე თეთრი ლენტებით ახალ ნიშნულებს აკეთებდნენ. მათი თქმით, სოფელი დამატებით რამდენიმე ჰექტარ საძოვარს და ტყის მასივს დაკარგავს. კირბალელების აზრით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ახალი მონიშვნებით ტერიტორიას ახალი ბორდერიზაციისთვის ამზადებენ და მომავალში შესაძლოა იქ მავთულხლართები გაავლონ.
კირბალის შემდეგ ანტისაოკუპაციო ძალები გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მეჯვრისხევსა და ჯარიაშენშიც გამოჩნდნენ. მეჯვირსხევში ხეებს და ბუჩქებს თეთრი ლენტები შეაბეს, ჯარიაშენში კი ახალი თხრილები გააკეთეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბოლო დღეების განმავლობაში საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულ უკანონო, დესტრუქციულ ქმედებებს განცხადებით ეხმაურება.
უწყებაში ამბობენ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ წარმოებული პროვოკაციული აქტივობის თითოეულ ფაქტზე გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა როგორც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, ასევე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. სუსის თანახმად, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებული უკანონო აქტივობები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფას, რაზედაც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას.
წყარო: „რადიო თავისუფლება“
ასევე საინტერესოა:
🔵 შუალედური არჩევნები 2 აპრილს გაიმართება
🔵 ყველაზე ცნობილი "არაიტალიელის" ჰაბი ლამეს ამბავი - „მაგრამ მე არ ვარ იტალიელი“
1791816026
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: საბედნიეროდ, ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს ისეთი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რომლებიც იძლევა საშუალებას, რომ სოციალურ პროექტებზე მეტი დაიხარჯოს
„საბედნიეროდ, ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს ისეთი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რომლებიც იძლევა შესაძლებლობას, რომ სოციალურ პროექტებზე მეტი დაიხარჯოს“, - გა...
1791813382
საზოგადოებაპროკურატურამ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „იუსტიციის სამინისტროს გენერალურ...
1791812698
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: დიდი პატივია საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის მასპინძლობა, გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები
„ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის, ვო თჰი ან სუანის მასპინძლობა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს. რო...
1791812228
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ევროკავშირის წევრი ქვეყნის სულ უფრო მეტი საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი - ჩვენი სურვილიც არის, რომ ევროკავშირთან გვქონდეს პირდაპირი პოლიტიკური დიალოგი
„ევროკავშირის წევრი ქვეყნის სულ უფრო მეტი საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი და აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებასთან ჩართულობა“, - ამის შესახებ ს...
1791811110
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ბრიუსელი გაბუტვის რეჟიმშია, რადგან საქართველომ უარი განაცხადა, იყოს გამოყენებული პროქსი ქვეყნად, მათ მოუწევთ გადახედონ თავიანთ მიდგომებს
„ყველამ კარგად ვიცით, რომ ბრიუსელის მხრიდან დეზინფორმაცია, სიცრუე, ბრალდებები იმიტომ დაიწყო, რომ უარი განვაცხადეთ, საქართველო პროქსი ქვეყნად გამოეყენებინათ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თ...




























