სოფლის მეურნეობის კომიტეტმა საერთაშორისო შეთანხმება და რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი დოკუმენტები განიხილა

პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა „2015 წლის „ზეთისხილის ზეთისა და სუფრის ზეთისხილის შესახებ“ საერთაშორისო შეთანხმების 36-ე მუხლის ცვლილების თაობაზე“ ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრთა საბჭოს 2024 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების თაობაზე იმსჯელა. საკითხი კომიტეტის წევრებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ზურაბ ეზუგბაიამ გააცნო.

ცვლილება ითვალისწინებს 2015 წლის საერთაშორისო შეთანხმების მოქმედების ვადის 2026 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელებას.

ზურაბ ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველო აღნიშნულ საერთაშორისო პლატფორმას რამდენიმე წლის წინ შეუერთდა. მისივე თქმით, შეთანხმების წევრობა საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ჰქონდეს წვდომა სექტორულ ინფორმაციასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე, განავითაროს თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან და ისარგებლოს იმ მრავალმხრივი შესაძლებლობებითა და სარგებლით, რომელსაც შეთანხმება ზეთისხილის მწარმოებელი ქვეყნებისათვის ქმნის.
როგორც სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა განაცხადა, საქართველოში ზეთისხილის წარმოებას მნიშვნელოვანი განვითარების პოტენციალი აქვს. მისი თქმით, ქვეყანაში უკვე 4 000 ჰექტარზეა გაშენებული ზეთისხილის ბაღები. ამ მიმართულების განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამამ „დანერგე მომავალი“, რომლის ფარგლებში განხორციელდა ზეთისხილის ბაღების გაშენების თანადაფინანსება.

სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ოქმი.
საკითხი სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ წარადგინა.

მომხსენებლის ინფორმაციით, დოკუმენტი ითვალისწინებს საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 2017 წლის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანას, რომლის მიზანია არსებული შეთანხმების თანამედროვე ეკონომიკურ რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება.

ცვლილებებით, განახლდება „სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების“ თავი, რაც ითვალისწინებს სპეციალური ქვეკომიტეტის შექმნას ინფორმაციის გაცვლის, ტექნიკური საკითხების ოპერატიული განხილვისა და სავაჭრო ბარიერების შემცირების მიზნით. მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნული ცვლილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობისა და სურსათის სექტორისთვის.

როგორც გენადი არველაძემ აღნიშნა, ასევე განახლდება ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შესახებ დებულებები, რაც სტანდარტების, შესაბამისობის შეფასებისა და რეგულირების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას და ქართული პროდუქციისთვის ჩინეთის ბაზარზე წვდომის გამარტივებას შეუწყობს ხელს.

შეთანხმებას ემატება ორი ახალი მიმართულება - ინვესტიციები და ელექტრონული კომერცია. ინვესტიციების თავი მიზნად ისახავს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობასა და ინვესტორებისთვის უფრო პროგნოზირებადი და გამჭვირვალე გარემოს შექმნას, ხოლო ელექტრონული კომერციის თავი ციფრული ეკონომიკის განვითარებას, ელექტრონულ ვაჭრობაში არსებული ბარიერების შემცირებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

მომხსენებლის განცხადებით, ცვლილებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას.

სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე, სამუშაო ჯგუფმა UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში ნომინაციის - „საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის ტრადიციული მეთოდი“ მომზადებისა და წარდგენის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელა. სამუშაო ჯგუფის წევრებმა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნული ინიციატივის განხორციელების შემდგომ ეტაპებსა და სამომავლო მიმართულებებზე იმსჯელეს.

სოფლის მეურნეობის კომიტეტმა სხდომაზე განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781091183

ახალი ამბები

„დაზარალებულის ფინანსური სახსრებით თბილისში 5 ბინა შეიძინა“ - დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და მი...

დაკავება, პოლიცია

1781089553

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს ერთმანეთშიც ვერ რიგდებიან, მათი გადმოსახედიდან უნდა მოსულიყვნენ ხელისუფლებაში, სადამდე მიიყვანდნენ ისინი ჩვენს ქვეყანას, ამის წარმოდგენაც კი არ მინდა

ადამიანები, რომლებიც დღეს ერთმანეთშიც ვერ რიგდებიან, მათი გადმოსახედიდან უნდა მოსულიყვნენ ხელისუფლებაში, სადამდე მიიყვანდნენ ისინი ჩვენს ქვეყანას, ამის წარმოდგენაც კი არ მინდა, - განაცხადა საქართველოს...

ირაკლი კობახიძე

1781089025

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის მთელი ისტორია არის ერთიანი ღალატის ქრონიკა და ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, სწორედ ამის გამოა, რომ მათ არ აქვთ არავითარი ნდობა

ოპოზიციის მთელი ისტორია და მთელი მათი ბიოგრაფიები არის ერთიანი ღალატის ქრონიკა და ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, სწორედ ამის გამოა, რომ მათ არ აქვთ არავითარი ნდობა საზოგადოებაში, - განაცხადა ს...

ირაკლი კობახიძე

1781088618

საზოგადოება

პრემიერი: ამერიკის პრეზიდენტი არამარტო აქტიურად საუბრობს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებაზე, არამედ მას ჰქონდა ვიზიტი ჩინეთის დედაქალაქში და ასეთ დროს, მისი პარტიის წევრები აკრიტიკებენ საქართველოს იმისათვის, რომ ჩვენ ვაღრმავებთ ურთიერთობებს ჩინეთთან

თქვენ იცით, რომ ორმაგი სტანდარტები არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აკრიტიკებენ საქართველოს სხვადასხვა ნაბიჯისა და ქმედებისთვის, იგივე ეხება ჩინეთის შემთხვევასაც, - ამ...

ირაკლი კობახიძე

1781088265

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავებას ჩვენთვის აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და როდესაც ჩინეთის ხელისუფლება საქართველოსთან ავლენს ასეთ თანასწორ დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებულ დაფასებას საჭიროებს

როდესაც ჩინეთის ხელისუფლება საქართველოსთან ავლენს ასეთ თანასწორ დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებულ დაფასებას საჭიროებს და მადლობა ამისათვის ჩინეთის ხელისუფლებას, - განაცხადა პრემიერ-მინის...

ირაკლი კობახიძე