სოზარ სუბარი: ერთხელ თოფი თუ გავარდება, შენ ვეღარ მართავ პროცესს, ის პროცესი თვითონ მიდის და ჩვენ იძულებული ვართ, ავყვეთ ამ თამაშის წესებს

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ მისი მმართველი პარტიიდან წამოსვლის მიზეზი, საქართველოს მოსახლეობისთვის ინფორმაციის კიდევ უფრო თავისუფლად მიწოდების საშუალების ქონა იყო.

"ისტორიულ გზაგასაყარზე ვდგავართ და ხშირად ყოფილა საქართველოს წინაშე ისეთი პერიოდები, როდესაც ძალიან რთული პერიოდი გვედგა და რთული პერიოდი არის იმ მხრივ, რომ ყოველ წუთიერად არის საფრთხე, რომ საქართველო ჩაებას ომში და ამისი მსურველი ძალიან ბევრია, გაცილებით ბევრი, ვიდრე შეიძლება ვინმე დანილოვი, ან ვინმე არახამია იყოს.

მეორეს მხრივ - ვართ გზაგასაყარზე, როცა იხსნება კარი ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანებისთვის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ევროკავშირში რაც შეიძლება სწრაფად და უსაფრთხოდ გავწევრიანდეთ.

ევროკავშირიც განზე დარჩება და ყველაფერიც, თუ ომში ჩაბმას მოახერხებენ ის ადამიანები ვისაც ამისი სურვილი აქვთ და ამისი მოსურნე ძალიან ბევრი ვინმეა და ძალიან გავლენიანებიც, მათ შორის.

სამყარო იცვლება, ერთხელ თოფი თუ გავარდება, შენ ვეღარ მართავ პროცესს, ის პროცესი თვითონ მიდის და ჩვენ იძულებული ვართ, ავყვეთ ამ თამაშის წესებს და ეს არ გვინდა, რომ მოხდეს.

დღეს გარანტია, რომ საქართველო არ ჩაებას ომში, არის ხალხი და ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე, რომ შესაბამისად, მათი მტკიცე ნება იყოს ომის გაჩაღების წინააღმდეგ",- განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამავე თემაზე:

* მდინარაძე: სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ პარტია და საპარლამენტო თანამდებობა დატოვეს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790576941

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების უდიდესი უმრავლესობა უცხო ძალების მორჩილებაში მყოფი აგენტურული ჯგუფია, რომელსაც „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ ვუწოდებთ, ისინი ერთი ვერტიკალით იმართებიან

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების უდიდესი უმრავლესობა უცხო ძალების მორჩილებაში მყოფი აგენტურული ჯგუფია, რომელსაც „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ ვუწოდებთ. ისინი ერთი ვერტიკალით იმართებ...

ლევან მაჭავარიანი

1790575879

საზოგადოება

საქართველოს ეროვნული ნაკრები „უეფას“ ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას დღეს უკრაინის წინააღმდეგ გამართავს

საქართველოს ეროვნული ნაკრები „უეფას“ ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას დღეს უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩამდე ერთი დღით ადრე, ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში გამართ...

საქართველოს ეროვნული ნაკრები

1790574014

საზოგადოება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და უკრაინის ნაკრების შეხვედრის გამო დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება

უეფას ერთა ლიგის 2026-2027 წლების შესარჩევი მატჩის გამო, „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 28 სექტემბერს, 09:00 საა...

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

1790573913

საზოგადოება

თბილისის მერი სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია

თბილისის მერი კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა ქალაქ ნანკინის მერთან ლი ჭონგ ძუნისთან. თბილისის მერი, დელეგაციის წევრებთან ერთად, ეწ...

 კახა კალაძე

1790572535

საზოგადოება

28 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღირსი აბბა იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღირსი აბბა იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. ალავერდის საკათედრო ტაძარში კი ალავერდობის სადღესას...

ალავერდი ალავერდი