საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და უკრაინის ნაკრების შეხვედრის გამო დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება
უეფას ერთა ლიგის 2026-2027 წლების შესარჩევი მატჩის გამო, „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
28 სექტემბერს, 09:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება სლავა მეტრეველის ქუჩაზე, ხოლო 15:00 საათიდან - აკაკი წერეთლის გამზირის ერთ მონაკვეთზე, სლავა მეტრეველის ქუჩიდან გიორგი ცაბაძის ქუჩის გადაკვეთამდე. მოძრაობა შეიზღუდება ვლადიმერ მაიაკოვსკის, დავით ყიფიანისა და გიორგი ცაბაძის ქუჩებზეც.
შეზღუდვის პერიოდში გადაადგილება შესაძლებელი იქნება თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, თამარ მეფის გამზირზე, არჩილ ქურდიანის, შოთა იამანიძისა და მურმან ლებანიძის ქუჩებზე.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები და მიკროავტობუსები გადაინაცვლებენ ქუთაისის ქუჩაზე, საიდანაც იმოძრავებენ ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის, გიორგი სააკაძის მოედნის, კონსტანტინე გამსახურდიას გამზირის გავლით და გმირთა მოედნიდან დადგენილი მიმართულებებით გადაადგილდებიან.
1790540418
ახალი ამბებივახტანგ ჭარაია: „ნამოხვანჰესის“ ეკონომიკური სარგებელი საქართველოსთვის იქნებოდა შეუფასებელი
„გინდ ქართველი იყოს, გინდ უცხოელი, ამოსავალი წერტილი ეს არ უნდა იყოს, ამოსავალი წერტილი უნდა იყოს, რა ინვესტიციას ახორციელებს, გვჭირდება თუ არა ჩვენ ეს ინვესტიცია, ახლავს თუ არა მას ისეთი ხიფათი, რომე...
1790538684
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი ბახმაროს სემინარზე: კვლავ ცდილობენ, ამა თუ იმ შემოვლითი გზებით დააფინანსონ ის პოლიტიკოსი და პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველოში ყოველთვის არჩევნების შედეგების უგულებელყოფითა და დესტაბილიზაციის მცდელობით იყო დაკავებული
„იგი სხვადასხვა დროს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრი გახლდათ, დეპუტატიც იყო სხვადასხვა პარტიიდან და ბოლო ორი არჩევნების განმავლობაში იყო „ლელოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით. აღსანიშნ...
1790536832
ახალი ამბებირამაზ სვანაძე: ჩვენი მთავარი მიზანი ნებისმიერ გუნდთან დადებითი შედეგის მიღწევა იქნება, იმედია, ხვალაც და მომავალშიც ისეთ ფეხბურთს ვითამაშებთ, რომ გულშემატკივარს გავახარებთ
ერთა ლიგის მეორე ტურში უკრაინასთან მატჩამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ „დინამო არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა და მომავალი შეხვედრისთვის მზადებაზე ისაუბრა...
1790534821
ახალი ამბებიპრემიერი: ქართული საზოგადოებისთვის ლევილი არის სიმბოლო იმისა, თუ როგორ შეიძლება ინახავდნენ ქართველები ათწლეულების მანძილზე ოცნებას თავისუფლების შესახებ, მრავალფუნქციური დატვირთვა ექნება ლევილის მამულს
ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ლევილის მამული იმისათვის, რომ ფართო საზოგადოებას, მათ შორის, ჩვენს უცხოელ მეგობრებს გავაცნოთ საქართველოს კულტურა, იდენტობა და ისტორია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობ...
1790530579
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ბახმაროში ჩატარებულ სემინარზე: სამწუხაროდ, მიჩვეულები ვართ ბოლო წლებში უცხოური დონორების მხრიდან მსგავსი პროცესების დაფინანსებას, ყველაფერზე იქნება რეაგირება კანონის ფარგლებში
„რა თქმა უნდა, ეს იყო პოლიტიკური სემინარი, პოლიტიკური შინაარსის და, შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა შეთანხმებულიყო მთავრობასთან. თუმცა ვიხილეთ კანონის გვერდით ავლა, სავარაუდოდ, ბრიუსელიდან“, - ამის შე...



























