რუსთავში 800 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
რუსთავში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი შენდება. 4 ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინას, 800 დევნილი ოჯახი მიიღებს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით, გათვალისწინებულია სტადიონის, ბავშვთა გასართობი მოედნის და სავარჯიშო სივრცეების მოწყობა.
„მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 80 971 596 ლარს შეადგენს.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დევნილთა სააგენტომ, რუსთავში, აღნიშნულ საცხოვრებელ კომპლექსში, განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების მიერ შევსებული განაცხადების შეფასების პროცესი უკვე დაიწყო.
თითოეულ ოჯახს, კანონმდებლობის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე წინასწარი ქულა მიენიჭება. რუსთავში, იძულებით გადაადგილებული 800 ოჯახის განსახლება მომდევნო წელს იგეგმება.
მასშტაბური კომპლექსის მშენებლობის პროცესს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი გაეცნენ.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, სრულად გარემონტებული ბინები, ჯამში, 1 614 დევნილ ოჯახს გადაეცა, მათ შორის, 762 ოჯახი, თბილისში, ცოტა ხნის წინ განსახლდა.
ამ ეტაპზე, რუსთავის პარალელურად, საცხოვრებელი კომპლექსები 3 ქალაქში - თბილისში, ზუგდიდსა და ბორჯომში შენდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1765875382
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: დონალდ ტრამპის საქმე არის დასტური, რომ საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ოპერაციაში „ბიბისი“ პროპაგანდის იარაღად მონაწილეობდა
„ბიბისიმ“ წინასაარჩევნოდ მოამზადა სიუჟეტი, რათა დონალდ ტრამპის დისკრედიტაცია მოეხდინათ, ამის უკან დგას პოლიტიკური ინტერესები და სავარაუდო პოლიტიკური დაკვეთა, ამ შემთხვევაში აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდ...
1765872119
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები აღდგება, თუკი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იქნება აღიარებული რუსეთის ფედერაციის მხრიდან
შალვა პაპუაშვილმა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების წინაპირობა დაასახელა. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. „ჩვენ ვთქვით რა არის საქ...
1765871327
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: BBC, რომელიც ერთ დროს იყო ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტი, სამწუხაროდ გადაიქცა იმ ჟურნალისტიკად, რომლის მთავარი მიზანია, რომ გააშავოს პირები, რომლებიც კონკრეტულ ძალებს არ აწყობთ
BBC, რომელიც ერთ დროს იყო ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტი, სამწუხაროდ გადაიქცა იმ ჟურნალისტიკად, რომლის მთავარი მიზანია, რომ გააშავოს პირები, რომლებიც კონკრეტულ ძალებს არ აწყობთ - განაცხადა იურიდიულ საკ...
1765869504
ახალი ამბებიცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის...
1765869065
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფ...































