სუსმა ჯაშუშობის ბრალდებით ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ჯაშუშობის ბრალდებით, დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელიც დაკავშირებული იყო ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან, - ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ განაცხადა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი წლების განმავლობაში, მატერიალური სარგებლის მიღებისა და უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების მიზნით, სისტემურად ახორციელებდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემას.

დაკავებულს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენელებთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ შეხვედრების, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ამასთან, პერიოდულად, კონსპირაციის დაცვისა და ინსტრუქტაჟის ჩატარების მიზნით, შეხვედრები ტარდებოდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ჯაშუშობაში ბრალდებულ პირს, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დავალებითა და დაფინანსებით, შესაბამისი აქტივობების წარმართვის მიზნით, შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმები და ორგანიზებას უწევდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებასაც.

საყურადღებოა, რომ ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურებთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღინიშნა ბრიფინგზე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780120830

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 30 მაისს საქართველოში

30 მაისს ქუთაისში დღისით +20 და ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. დღე ნალექიანი იქნება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთში. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა...

ამინდი პროგნოზი

1780085856

სპორტი

მსოფლიოს ჩემპიონატზე კლასიკურ წოლჭიმში ქართველმა სპორტსმენებმა 12 მედალი მოიპოვეს

მსოფლიოს ჩემპიონატზე კლასიკურ წოლჭიმში საქართველომ 4 ოქროს, 6 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, გუნდურ შეჯ...

სპორტსმენებ

1780082766

მსოფლიო

პუტინი: ის, რაც უკრაინაში მოხდა, სწორედ ევროკავშირის პოლიტიკამ გამოიწვია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ ევროპულმა პოლიტიკამ გამოიწვია ის, რაც უკრაინაში მოხდა. აღნიშნულის შესახებ კრემლის ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „უკრაინაში მიმდინარე ტრაგ...

ვლადიმერ პუტინი

1780081298

ახალი ამბები

პეკინში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ პეკინში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა. მიღებას საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, ჩინეთის სახალხო...

პეკინში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

1780079538

ახალი ამბები

23 წლის ინდოელი სტუდენტი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, მტკვარში გარდაცვლილი იპოვეს

ინდოელი სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, მტკვარში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია ამის შესახებ „ექსკლუზივს“ შსს-ში დაუდასტურეს.     გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარ...

ინოდელი სტუნდეტი