ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ბათუმში იშვიათი დაავადებების მართვის საკითხებზე სამედიცინო საზოგადოებასა და დარგის სპეციალისტებს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძესთან და აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძესთან ერთად, ბათუმში იშვიათი დაავადებების მართვის საკითხებზე სამედიცინო საზოგადოებასა და დარგის სპეციალისტებს შეხვდა.
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ამ მიმართულებით რეგიონში არსებულ საჭიროებებსა და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმ სერვისების გაძლიერების პერსპექტივებზე, რაც პაციენტებისთვის საჭირო მომსახურების სრულყოფილად მიწოდებას უზრუნველყოფს.
მიხეილ სარჯველაძემ დამსწრეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო პროგრამის ახალ კომპონენტზე, რომელიც ნერვ-კუნთოვანი იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტებს სრულფასოვან მეთვალყურეობას სთავაზობს. აღნიშნული სერვისები უშუალოდ ექიმების ჩართულობითა და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით განისაზღვრა, რაც პაციენტების საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებულია. პროგრამა მოიცავს მულტიდისციპლინურ მომსახურებას: ნევროლოგის, კარდიოლოგის, პულმონოლოგის, ენდოკრინოლოგის, ორთოპედის, გასტროენტეროლოგის, ნუტრიციოლოგის კონსულტაციებს. ამასთან, პროგრამით განსაზღვრულია წელიწადში ერთხელ სტაციონარული და ორჯერ ამბულატორიული მომსახურება, ხოლო ყველა საჭირო კლინიკურ-ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევას სახელმწიფო 100%-ით აფინანსებს.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დარგის სისტემური გაუმჯობესების მიზნით, სამინისტრო უკვე დიდი ხანია აქტიურად მუშაობს იშვიათი დაავადებების რეგისტრის შექმნაზე, რომელიც ამჟამად ფინალურ ეტაპზეა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეაბილიტაციის კომპონენტის მნიშვნელობაზე. მხარეებმა იმსჯელეს, თუ როგორ დაიხვეწოს ეს მიმართულება ბათუმში, რათა პაციენტებმა საჭირო მომსახურება რეგიონიდან გაუსვლელად მიიღონ.
დიალოგის ფორმატში ექიმებმა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები მიმოიხილეს, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მართვის საკითხებზე.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ იშვიათი დაავადებების მართვა კომპლექსურ მიდგომას, სახელმწიფო უწყებებსა და სამედიცინო საზოგადოებას შორის მჭიდრო თანამშრომლობას მოითხოვს. მინისტრის თქმით, სამინისტრო აქტიურ რეჟიმში აგრძელებს დარგის ექსპერტებთან კონსულტაციებს, რათა ერთობლივად, მტკიცებულებებზე დაფუძნებული საუკეთესო გამოსავლები მოიძებნოს.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
1780081298
ახალი ამბებიპეკინში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ პეკინში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა. მიღებას საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, ჩინეთის სახალხო...
1780079538
ახალი ამბები23 წლის ინდოელი სტუდენტი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, მტკვარში გარდაცვლილი იპოვეს
ინდოელი სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, მტკვარში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია ამის შესახებ „ექსკლუზივს“ შსს-ში დაუდასტურეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარ...
1780078196
ახალი ამბებიბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა გასვლითი შეხვედრა გამართა
ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ბათუმში...
1780075749
ახალი ამბებითელავში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
თელავის მუნიციპალიტეტში ავარია მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. შემთხვევა სოფელ ართანაში მოხდა. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუ...
1780075024
მსოფლიოპუტინი: საბრძოლო ველზე არსებული ვითარება გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ კონფლიქტი უკრაინაში დასასრულს უახლოვდება
„ბრძოლის ველზე არსებული ვითარება საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ უკრაინაში კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. „საბრძოლო ველზე ვითარება ისე...





























