თამარ ბაგრატიონი: დამთავრდა გლობალური სამიტი, სადაც მოწვეული ვიყავი ამერიკის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიერ, ჩემთვის ეს სამიტი იყო დიდი გამოცდილება და სიამაყე, რადგან წარმოვადგენდი საქართველოს
„დამთავრდა გლობალური სამიტი, სადაც მოწვეული ვიყავი ამერიკის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიერ. ჩემთვის ეს სამიტი იყო დიდი გამოცდილება, დიდი სიამაყე, რადგან წარმოვადგენდი საქართველოს“, - განაცხადა საქართველოს პირველმა ლედიმ თამარ ბაგრატიონმა აშშ-ში ვიზიტის შეჯამებისას.
როგორც მან აღნიშნა, წარმოდგენილი ქვეყნების რაოდენობის მიხედვით სამიტი იყო მასშტაბური, ხოლო თემა გლობალურად მნიშვნელოვანი.
„45 ქვეყნის წარმომადგენელი ვიყავით ამ სამიტზე. თემა იყო განსაკუთრებული, გლობალურად საჭირო და მტკივნეული, რომელიც შეეხება ახალი ტექნოლოგიების განვითარებას, მათ ინტეგრაციას განათლებაში. ბევრმა ქვეყანამ გამოთქვა სურვილი, რომ ამ პლატფორმის ფარგლებში, თავის ქვეყნებში ჩაატარონ ღონისძიებები. დავრწმუნდი იმაში, რომ ეს პირადი ურთიერთობები, რომელიც ჩვენ, პირველ ლედებს და პირველ ქმრებს შორის ჩამოყალიბდა ყველაზე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თამარ ბაგრატიონმა.
საქართველოს პირველი ლედი ვაშინგტონში აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპის მიწვევით, მისივე ინიციატივით ორგანიზებულ გლობალურ სამიტზე - „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ იმყოფებოდა.
დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.
1774509323
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 41 მოქალაქე დააკავეს
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. შინაგან...
1774507525
ახალი ამბებიორსული მეუღლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის და ფიზიკური ძალადობის, ასევე ძალადობით სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით, კახეთში 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი - 1992 წელს დაბადებული გ.ტ. წინას...
1774507184
სპორტისაქართველოს საფეხბურთო ნაკრები წლის პირველ მატჩს ისრაელთან გამართავს
საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს წლის პირველ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი თბილისში, „მიხეილ მესხი“ არენაზე ისრაელის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. საქართველოსა და ისრაელის ნაკრებების ამხა...
1774506627
ახალი ამბებისამეგრელოს პოლიციამ 2025 წლიდან ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში მრავარლეჯ ნასამართლევი, 2025 წლიდან ძებნილი, 1978 წელს დაბადებული ლ.გ...
1774505540
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ე.წ. ლიბერალებისთვის, მიუღებელია ყველაფერი, რაც ქრისტიანობას, სამშობლოს და პატრიოტიზმს უკავშირდება - ახლა განსაკუთრებით გაღიზიანებულები არიან, რადგან დაინახეს ხალხის რეალური დამოკიდებულება ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ
ჩვენთვის ეს ხომ სიახლე არ არის. ამ ე.წ. ლიბერალებისთვის, ე.წ. მედასავლეთეებისათვის მიუღებელია ის ყველაფერი, რაც ქრისტიანობას, სამშობლოს და პატრიოტიზმს უკავშირდება, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პო...






























