თავდაცვის მინისტრმა სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა

საქართველოს თავდაცვის ძალები სამხედრო პოლიციის დღეს აღნიშნავს. სამხედრო პოლიციის დაარსების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ორხევში, სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთის ბატალიონის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.
პირად შემადგენლობას იუბილე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.
„საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სიტყვით მიმართვისას თავდაცვის ძალების ეფექტიანად ფუნქციონირებაში სამხედრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულის მნიშვნელობაზე ისაუბრა, სამხედრო პოლიციელებს ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა დეპარტამენტის უფროსმა, თავდაცვის გენერალ-მაიორმა შალვა შენგელიამ.
იუბილესთან დაკავშირებით, სამხედრო პოლიციელები საშტატო იარაღით, უწყებრივი მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი, როგორც სამართალდამცავი სტრუქტურული ქვედანაყოფი, წარმატებით უზრუნველყოფს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დისციპლინას. განხორციელებული რეფორმებისა და მოდერნიზაციის შედეგად, სამხედრო პოლიცია სამანევრო ქვედანაყოფებს საბრძოლო ამოცანის შესრულებაში უჭერს მხარს. ქვედანაყოფი აქტიურად მონაწილეობს ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბის სწავლებებში“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1750075400
ახალი ამბებიმერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისს მის ცემაზე: „ძირს ვგდივარ, ხელები უკან შეკრული მაქვს ბორკილებით... ჩამორბის ახალგაზრდა ბიჭი ნიღაბს იხსნის, მაფურთხებს სახეში და მეუბნება, რომ მიცანი, ბიჭო? გაოცებული ვარ, კიდევ ერთხელ მაფურთხებს
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევისას ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტები განიხილება, ყოფილმა პოლიტპატიმარმა მერაბ ჭიქაშვილმა ის...
1750074223
ახალი ამბებიმაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა და 317.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
2025 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 317.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.6%-ით (33.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 5 თვეში გად...
1750073531
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია გერმანიის საელჩოს ღონისძიებაზე „ნაცმოძრაობის“ წევრის გამოსვლაზე: საზოგადოება ამას გასცემს პასუხს, ლობირებულ დამნაშავეთა დაჯგუფებას, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჰქვია
„საზოგადოება ამას გასცემს პასუხს. გასცემს პასუხს არა მას, არამედ მის მიერ ლობირებულ დამნაშავეთა დაჯგუფებას, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჰქვია“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...
1750069845
ახალი ამბები„სეტყვა, ძლიერი წვიმა და ელჭექი“ - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ საზოგადოებას აფრთხილებს. 16-17 ივნისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნარჩუნდება ძლიერი წვიმის და ელჭექის, ხოლო...
1750068299
ახალი ამბებიშემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დაინიშნა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ირაკლი ბერაია დაინიშნა, - აღნიშნულის შ...