თბილისის მერია: ძლიერი წვიმის შედეგად, დაიტბორა ქუჩები, მეტროსადგურები „რუსთაველი“, „ვაჟა-ფშაველა“, ჩიქოვანის ქუჩაზე დაზიანდა გაზსადენი მილი და მოხდა მიმდებარე მოსახლეობის ევაკუაცია, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერიის სამსახურები

დედაქალაქში მოსულმა უხვმა და ინტენსიურმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა, – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დედაქალაქის მერიის ცნობით, ამ დროის მონაცემებით, ძლიერი წვიმის შედეგად, დაიტბორა ქუჩები, სარდაფები, მეტროსადგურები – „რუსთაველი“ და „ვაჟა-ფშაველა“.

„განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნალექი შეინიშნებოდა თამარაშვილის გამზირზე.

საბურთალოს რაიონში, ჩიქოვანის ქუჩაზე დაზიანდა გაზსადენი მილი, რის გამოც მოხდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია. ამ წუთებში მიმდინარეობს ქსელის აღდგენა.

საგანგებო რეჟიმში მუშაობენ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები, ასევე, დედაქალაქის რაიონული გამგეობები.

„თბილსერვის ჯგუფის“ მიერ იწმინდება გზები და წესრიგდება ქუჩები.

ყველა პრობლემურ მონაკვეთზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიცია.

ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე ხდება მყისიერი რეაგირება. საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ თბილისის მერიის ცხელი ხაზით – 0322 722222“, - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786729480

ახალი ამბები

პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომის მთის საავტომობილო გზაზე მომხდარი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, რამაც ოთხი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომის მთის საავტომობილო გზაზე მომხდარი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, რამაც ოთხი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია,...

პროკურატურაპროკურატურა

1786729233

ახალი ამბები

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები: ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ცნობილი ქართველი ჟურნალისტისა და ფოტოხელოვანის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო - ბატონი ბადრი იყო ღირსეული და კეთილშობილი პიროვნება

ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ცნობილი ქართველი ჟურნალისტისა და ფოტოხელოვანის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო, - ნათქვამია ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების სამძიმრის წერილში. „ბატონი ბადრი იყო ღირ...

ბიძინა და ეკატერინა

1786728178

ახალი ამბები

17-24 აგვისტოს საგარეჯოს სატრანსპორტო კვანძი - თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დაწესდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საგარეჯოს შემოვლითი (ლოტი 2) კმ27-კმ35 მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, დაზიანებული ასფალტის საფარის აღ...

 საგარეჯოს სატრანსპორტო კვანძი

1786728027

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო, მისმა გამორჩეულმა ხედვამ ქართული საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრების არაერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი შემოგვინახა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ფოტოგრაფ ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. პრეზიდენტი მის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილ...

მიხეილ ყაველაშვილ

1786727994

ახალი ამბები

კახა კალაძე: თბილისზე უზომოდ შეყვარებული კაცი, ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ბადრი ვადაჭკორია გამოაკლდა ჩვენს ქალაქს - ვიზიარებ ოჯახის წევრების, მისი მეგობრების და ახლობლების დიდ გულისტკივილს

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ცნობილი ქართველი ჟურნალისტისა და ფოტოხელოვანის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „თბილისზე უზომოდ შეყვარებული კაცი, ცნობილი ქართველი ფოტოხელოვა...

კახა კალაძე