თბილისის მერიამ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირად ღირებული მედიკამენტი „აქტემრა“ უკვე 129 მოქალაქეს დაუფინანსა
„რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების“ პროგრამით, სამი თვის განმავლობაში, უკვე 129 მოქალაქემ ისარგებლა. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რამდენიმე მოსარგებლემ უკვე მეორედ მიიღო მერიისგან მკურნალობის გასაგრძელებლად საჭირო საგარანტიო წერილი.
„არაერთხელ მითქვამს, რომ ყოველწლიურად თბილისის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი ჯანდაცვასა და სოციალური პრობლემების დაფინანსებას ეთმობა - გვაქვს არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლითაც ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა. ამ მიმართულებით გამონაკლისი არ იქნება მომავალი წელიც. „რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების“ პროგრამის ამოქმედება ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო და მისი განხორციელება მიმდინარე წლის სექტემბრიდან დავიწყეთ. ამ მცირე დროის განმავლობაში, თბილისის მერიამ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირად ღირებული მედიკამენტი „აქტემრა“ უკვე 129 მოქალაქეს დაუფინანსა. ამასთან, რამდენიმე მოსარგებლემ უკვე მეორედ მიიღო მერიისგან მკურნალობის გასაგრძელებლად საჭირო საგარანტიო წერილი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, პროგრამა, სამ თვეში ერთხელ, „აქტემრას“ მისაღებად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს, რომლის საშუალებით, მოქალაქეზე აფთიაქში მედიკამენტი გაიცემა.
თბილისის მერის განცხადებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი სრულად, 100%-ით უფინანსდებათ, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს - 80%-ით.
„მოქალაქემ, მედიკამენტის დასაფინანსებლად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად, შესაბამისი საბუთებით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს უნდა მიმართოს. თბილისის მერიის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც განცხადებით მიმართვამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული, პროგრესირებადი აუტოიმუნური დაავადებაა, მედიკამენტოზური მკურნალობის საფუძველზე კი შესაძლებელია დაავადების პროგრესის შეჩერება და მისი რემისიის ეტაპზე გადასვლა.
1765350564
საზოგადოებასატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ახმეტაში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს
კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ახმეტაში, სახელმწიფო ტყეში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს, - ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობ...
1765350514
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდ...
1765348830
ახალი ამბებიგუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 მონაკვეთზე (გუდაური(ფოსტა)-კობი) მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაცია...
1765347731
საზოგადოებაUNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა
UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. გადაწყვეტილება ნიუ-დელიში (ინდოეთის რესპუბლიკა) გამართუ...
1765347300
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: იმ პრობლემებზე, რომლებზეც ჩვენ ბრიუსელს დიდი ხანია ვუთითებთ, დღეს უკვე ამერიკაც საუბრობს - ეს დასავლეთის შიგნიდან გაჟღერებული განგაშის ზარია, რომელიც ევროპას აფხიზლებს
მნიშვნელოვანია, რომ იმ პრობლემებზე, რომლებზეც ჩვენ ბრიუსელს დიდი ხანია ვუთითებთ, დღეს, უკვე ევროკავშირის მთავარი პარტნიორი და უსაფრთხოების ძირითადი გარანტორი - ამერიკაც საუბრობს, - ამის შესახებ საქართ...


























