თბილისში 20 ივნისს აქცია "შინ ევროპისკენ" გაიმართება - "ამ დღეს, არ უნდა იყოს არცერთი დროშა გარდა საქართველოს და ევროკავშირისა"
პარტია "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, 20 ივნისის დაგეგმილი აქცია არ გამოიყენონ ტრიბუნად და დადგნენ "აქციის რიგით მონაწილეებად ხალხთან ერთად".
"20 ივნისი გარდამტეხი დღე იყო ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
სწორედ ამ დღეს, კიდევ ერთხელ ხმამაღლა დააფიქსირა ქართველმა ხალხმა, რომ მზად არის თავისუფალი მომავლისთვის, შვილებისთვის, ღირსებისთვის, ქვეყნის სწორი განვითარებისთვის ერთად დადგეს.
დღეს, სწორედ ეს ღირებულებებია კვლავ საფრთხეში.
დღეს, როდესაც "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ევროპულ გზაზე მთავარ დაბრკოლებად იქცა, კიდევ ერთხელ და უფრო ძლიერად არის ქვეყნისა და ჩვენი შვილების მომავალი დასაცავი.
ამ დღეს, არ უნდა იყოს არცერთი დროშა გარდა საქართველოს და ევროკავშირისა, არ უნდა იყოს არცერთი გზავნილი გარდა ქართველი ხალხის ევროპული არჩევანისა
სწორედ ამიტომ, "ლელო", მისი ლიდერები, წევრები, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მებრძოლები მოგიწოდებთ!
გამოვიდეთ ყველა!" - აღნიშნულია მამუკა ხაზარაძის განცხადებაში.
სავარაუდოდ, 15 ივნისს უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის შეფასება, რომლის საფუძველზე 27 ქვეყნის ლიდერი, პასუხს გასცემს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის განაცხადებს.
საბოლოოდ, კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ევროპული საბჭოს შეხვედრა ბრიუსელში 23-24 ივნისს გაიმართება.
ასევე დაგაინტერესებთ:
1794079367
მსოფლიოკრაკოვში სროლის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 6-მდე გაიზარდა, 12 კი კრიტიკულ მდგომარეობაშია - დაჭრილია თავდამსხმელიც
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 6-მდე გაიზარდა, 12 დაშავებული კი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ინფორმაციას Polsat News-ი ავრცელებს. მალოპოლსკის საევოვოდოს გუბერნატორის იან კლეჩ...
1794077884
ახალი ამბებიგოგა ხაინდრავა 7 ნოემბერზე: მე იმათ მაგივრად მრცხვენია, ვინც იმ ღამეს „იმედში“ იყვნენ და დღეს სააკაშვილთან ერთად ებრძვიან იმას, რასაც „იმედი“ იცავს
მე იმათ მაგივრად მრცხვენია, ვინც იმ ღამეს „იმედში“ იყვნენ და დღეს სააკაშვილთან ერთად ებრძვიან იმას, რასაც იცავს „იმედი“, - განაცხადა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „ღია ეთერი“ 2007 წლის 7 ნოემბრ...
1794075568
მსოფლიოპარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში და ქვეყნის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ფრანგული მედიის თანახმად, პარიზში მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო, მოგვიანებით...
1794074400
ახალი ამბებიგოგა ხაინდრავა: 2007 წლის 2 ნოემბერს გრანდიოზულ მიტინგზე ნათელი გახდა, რომ საქართველო არ შეეგუებოდა ბოროტების ბოგინს
2007 წლის 2 ნოემბერს გრანდიოზულ მიტინგზე ნათელი გახდა, რომ საქართველო არ შეეგუებოდა ბოროტების ბოგინს, თუ თვლიდნენ რომ სახელმწიფო იყო გადასარჩენი 2 ნოემბერს იყო გადასარჩენი და არა 7 ნოემბერს. 7 ნოემბერ...
1794071424
ახალი ამბებიმსოფლიო რაგბის ერთა თასზე საქართველოს ნაკრებმა კანადა დაამარცხა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასის ნოემბრის ეტაპის პირველ მატჩში „ავჭალის“ სტადიონზე კანადის ნაკრები დაამარცხა. საქართველო – კანადა 59:14 პირველ ტაიმში ქართველმა მორაგბ...




























