"მთავარის იუმორისტული პროექტები იხურება და ეს უნიჭიერესი ხალხიც უსამსახუროდ რჩება - ზუსტად ვიცი, ოჯახები, ვალდებულებები, უამრავი მოსაგვარებელი პრობლემა გაყრიათ თავზე"
შოუმენი ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში წერს:
"20+ წელი რომ აკეთებ საქმეს.
ამ წლების განმავლობაში სულ უმაღლეს რეიტინგს წერ.
ამ წლების განმავლობაში, შენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის საყვარელი ვარსკვლავი ხარ.
და უცებ ქვეყანაში იცვლება ხელისუფლება, რომელიც 10 წლის განმავლობაში უწყვეტად გებრძვის, გართმევს ტრიბუნას, გისპობს შემოსავლებს, ტროლ-ბოტების არმიით ცდილობს დისკრედიტაციას.
გაიქცევი – მოგსდევს, უნდა ბოლომდე მოგსპოს.
შენც სადღაც გითავდება რესურსი და აგებ…
დღეს გავიგე, რომ მთავარის იუმორისტული პროექტები იხურება და ეს უნიჭიერესი ხალხიც უსამსახუროდ რჩება.
შეიძლება ინდივიდუალურად ყველა სადღაც წავიდეს, მაგრამ გუნდი ხომ აუცილებლად დაიშლება.
საშინლად უსამართლო ქვეყანა შემოგვაშენეს ბიძინებმა Óttarr Lomtadze თამარ ლეკვეიშვილი Zorba Zorbadze Teimurazi Pataridze Tatia Suluashvili ყველას ვერც გთაგავთ – ყურები არ ჩამოყაროთ, გული არ გაიტეხოთ, ერთმანეთზე უარი არ თქვათ, იპოვნეთ საკუთარ თავებში ძალა, რომ საყვარელი საქმე აკეთოთ.
ზუსტად ვიცი, რომ ახლა ძალიან ნერვიულობთ – ოჯახები, ვალდებულებები, უამრავი მოსაგვარებელი პრობლემა გაყრიათ თავზე, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ კიდევ ერთხელ დაიწყოთ ნულიდან და სულ მალე სასწაულები შეძლოთ!
რა სიგიჟეა, რომ თქვენი პროფესიის ადამიანებს მტრები გყავთ, ამიტომ ყველაფერი გააკეთეთ ამ მტრების იმედების გასაცრუებლად!
შექმენით საკუთარი ტელევიზია, რადიო, იუთუბ-არხი, გაზეთი,ჟურნალი და აკეთეთ თქვენი საყვარელი საქმე.
ასიათასობით ადამიანს უყვარხართ და წლებია ელოდებიან თქვენს გამოჩენას ეკრანზე, თქვენს ხუმრობებს, სიმღერებს, სკეტჩებს, გადაცემებს.
მეც გადამიტანია იგივე, არა ერთხელ, მაგრამ თქვენ მარტო არ ხართ, თქვენ ხართ დიდი გუნდი, რომელმაც უამრავ რამეს გაუძელით.
ადრე თუ გვიან ეს ქვეყანა გახდება თავისუფალი, დემოკრატიული, ნიჭიერი და პროფესიონალი ადამიანების დამფასებელი!
ხოდა, აბა თქვენ იცით, არც ერთი ნაბიჯი უკან!
წინ და მხოლოდ წინ!
თქვენი მეგობარი და თანამოაზრე, გულშემატკივარი და მხარდამჭერი",- წერს ქავთარაძე ფეისბუკზე.
ასევე დაგაინტერესებთ:
1790229821
საზოგადოებაირაკლი შატაკიშვილი მუსიკოს „კორძის“ კონცერტის გაუქმებაზე: საზოგადოების მოთხოვნა და დაკვეთაა ჩვენი პასუხისმგებლობიანი ხელისუფლების მიმართ, რომ ყველა ძალა ვიღონოთ, რათა აღკვეთილი იყო მსგავსი, სიძულვილზე დაფუძნებული რიტორიკა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი შატაკიშვილი 26 სექტემბრისთვის დაგეგმილი, მუსიკოს „კორძის“ კონცერტის გაუქმებას ეხმაურება. „ხელოვნების თუ კულტურის სფეროში...
1790229726
ახალი ამბებითამარ იოსელიანი: ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო კავშირების უსაფრთხოება, ეფექტიანობა, საიმედოობა და პროგნოზირებადობა
„2032 წლისთვის საქართველო გეგმავს დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზებას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის,“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თ...
1790228552
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: საქართველო დაინტერესებულია, გახდეს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა 2027 წელს და მზადაა, ითანამშრომლოს ორგანიზაციის წევრ ყველა სახელმწიფოსთან
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენლებისთვის მი...
1790226847
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალური დებატების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს
გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალური დებატების მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს სიტყვით მიმართავს. ოკუპაცია, როგორც მთავარი გამოწვევა, ეკონომიკური მდგომარეობა და საერთაშ...
1790225808
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი 24 სექტემბერს საქართველოში
24 სექტემბერს ქუთაისში წვიმას ელოდებიან, დღისით +25 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ოზურგეთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ბათუმში მზიანი დღეა მოსალო...


























