თეა წულუკიანი გახარიას: მილიონი კვადრატული მეტრი დღეს არის რუსის მიერ ოკუპირებული, რაც თქვენ მიერ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმამდე ოკუპირებული არ იყო

„მილიონი კვადრატული მეტრი, დღეს არის რუსის მიერ ოკუპირებული, რაც თქვენ მიერ იქ [ჩორჩანაში] საგუშაგოს ჩადგმამდე ოკუპირებული არ იყო - არის თუ არა ასე?“, - ამ კითხვით მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა, პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას, რომელიც სხდომაზე დისტანციურად ერთვება.
წულუკიანის განმარტებით, გახარიამ ჯერ თქვა, რომ აღნიშნული ტერიტორია ისედაც არ კონტროლდებოდა ქართული მხარის მიერ, ხოლო ორი წუთის წინ, ეს განცხადება გადათქვა და აღნიშნა, რომ კონტროლდებოდა, თუმცა, მზადდებოდა ისე, რომ ვეღარ გაკონტროლებულიყო.
„თქვენ ამაზე თავიდან მიპასუხეთ, რომ ეს ტერიტორია ისედაც არ იყო კონტროლის ქვეშო და წამიკითხეთ სამი დოკუმენტის სათაური, ამით დასტურდებაო და შემდეგ, მე რომ გაგაწყვეტინეთ და გითხარით, ამის საპირისპირო გაქვთ ნათქვამი-მეთქი, მერე გადათქვით, ორი წუთის წინ და იძახით, კი ვაკონტროლებდით, მაგრამ მზადდებოდა ის, რომ ვეღარ გაგვეკონტროლებინაო. რა იყო რეალობა, კონტროლდებოდა ეს ტერიტორია ჩვენ მიერ თუ არ კონტროლდებოდა?“, - მიმართა თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას.
გახარიამ ამ შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ „ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიაზე საქართველოს ხელისუფლება ვერ ახორციელებდა“.
„ეფექტური კონტროლი ნიშნავს იმას, რომ უცხო, მოწინააღმდეგე მხარე, ოკუპირებული მხრიდან ამ ტერიტორიაზე ვერ გადმოდიოდა, როდესაც სრულად ვაკონტროლებდით ამ ტერიტორიას, ჩვენს მოქალაქეებს არ იტაცებდნენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ წულუკიანის შეკითხვის პასუხად, თუ რას ნიშნავს სამართლებრივად ეფექტური კონტროლი.
1751479505
საზოგადოებადროებითმა საგამოძიებო კომისიამ ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსებასთან, 2004-2012 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან და აგვისტოს ომთან დაკავშირებული საკითხები განიხილა
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პა...
1751479144
ახალი ამბებითბილისში კაცმა მეზობელი მოკლა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. გავრცელებული ინფორმაციით, ისანში კაცმა მეზობელი პარკინგის ადგილის გამო დაწყებული კონფლიქტის შედეგად მოკლა. არსებული ინფორმაც...
1751478250
საზოგადოებაგახარია თეა წულუკიანის კითხვაზე, ადასტურებს თუ არა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იღებს მონაწილეობას: დიახ, ვადასტურებ
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ გახარიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიი...
1751478217
საზოგადოებამიგრაციის დეპარტამენტის დირექტორი გურამ დავითაშვილი: საემიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად 2025 წლის 6 თვის მონაცემებით, ქვეყნიდან საერთო ჯამში გაძევებულია 525 პირი, რაც 280%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს
საემიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად 2025 წლის 6 თვის მონაცემებით, ქვეყნიდან საერთო ჯამში გაძევებულია 525 პირი, რაც 280 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს - განუცხადა „ქრონიკას...
1751476342
საზოგადოებასაგარეო უწყება: სამინისტრო 13 ივნისს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა ახლო აღმოსავლეთში ესკალაციას, ჩვენ განსაკუთრებულად ვუსვამთ ხაზს დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას დეესკალაციისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად
ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-მ ირანის საელჩოს სამძიმრის წიგნში გაკეთებულ ჩანაწერთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ატეხილი აჟიოტაჟის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა. კერძოდ, საუბარია 20...