თეა წულუკიანი: მინდა, გიორგი გახარია მკაცრად გავაფრთხილო, მისი მხრიდან ნებისმიერი ქმედება, რომელიც იგულისხმებს სხდომის ჩაშლას, ჩაითვლება სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევად

„მინდა, გიორგი გახარიას მკაცრად მივმართო და გავაფრთხილო, მისი მხრიდან ნებისმიერი ქმედება, რომელიც იგულისხმებს ამა თუ იმ ფორმით სხდომის ჩაშლას, ჩაითვლება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის დარღვევად და გადაიგზავნება იქ, სადაც საჭიროა“, - ამის შესახებ საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სხდომაზე გიორგი გახარიას ჩართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება კომისიას გაუჭირდა და ეს გააკეთა მისი მხრიდან მრავალდღიანი ვედრების შემდეგ.

„16:00 საათზე, წესით, ბატონი გიორგი გახარია უნდა ჩაგვერთოს, ვინაიდან ასეთი იყო მისი მრავალდღიანი ვედრებადა და ჩვენ ის დავაკმაყოფილეთ. ბატონმა გახარიამ თავისი პარტიის გვერდზე გამოაქვეყნა „ქარდი“ და თქვა, გამორთვებს არ ვართო. ძალიან გაგვიჭირდა მისი ჩართვის შესახებ თხოვნის დაკმაყოფილება. არ მინდა, ზედმეტად ეჭვიანი ვიყო, მაგრამ ვფიქრობ, მას მართლაც აქვს განზრახული ჩაერთოს და შემდეგ ეთერი გათიშოს.

მინდა, მას მკაცრად მივმართო და გავაფრთხილო, განსაკუთრებით მის გარემოცვას, რომ ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ ამ თმენის ვალდებულებას აქვს ლიმიტი.

მისი მხრიდან ნებისმიერი ქმედება, რომელიც იგულისხმებს ამა თუ იმ ფორმით სხდომის ჩაშლას, ჩაითვლება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის დარღვევად და გადაიგზავნება იქ, სადაც საჭიროა, კომპეტენტური პირები კი მისცემენ კვალიფიციკაციას და შეაფასებენ. იმედი მაქვს, 16:00 საათზე ჩანიშნული სხდომა მშვიდობიანად ჩაივლის“, - აღნიშნა წულუკიანმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751479505

საზოგადოება

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსებასთან, 2004-2012 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან და აგვისტოს ომთან დაკავშირებული საკითხები განიხილა

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პა...

საგამოძიებო კომისია

1751479144

ახალი ამბები

თბილისში კაცმა მეზობელი მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. გავრცელებული ინფორმაციით, ისანში კაცმა მეზობელი პარკინგის ადგილის გამო დაწყებული კონფლიქტის შედეგად მოკლა. არსებული ინფორმაც...

დაკავება, პოლიცია

1751478250

საზოგადოება

გახარია თეა წულუკიანის კითხვაზე, ადასტურებს თუ არა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იღებს მონაწილეობას: დიახ, ვადასტურებ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ გახარიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიი...

გახარია თეა წულუკიანი

1751478217

საზოგადოება

მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორი გურამ დავითაშვილი: საემიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად 2025 წლის 6 თვის მონაცემებით, ქვეყნიდან საერთო ჯამში გაძევებულია 525 პირი, რაც 280%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს

საემიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად 2025 წლის 6 თვის მონაცემებით, ქვეყნიდან საერთო ჯამში გაძევებულია 525 პირი, რაც 280 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს - განუცხადა „ქრონიკას...

 გურამ დავითაშვილი

1751476342

საზოგადოება

საგარეო უწყება: სამინისტრო 13 ივნისს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა ახლო აღმოსავლეთში ესკალაციას, ჩვენ განსაკუთრებულად ვუსვამთ ხაზს დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას დეესკალაციისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად

ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-მ ირანის საელჩოს სამძიმრის წიგნში გაკეთებულ ჩანაწერთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ატეხილი აჟიოტაჟის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა. კერძოდ, საუბარია 20...

ვბჰ