არჩილ გორდულაძე - მარტა კოსი მიზანმიმართულად ერევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, მისი მიზანია ქართველი ხალხის არჩევანის უგულებელყოფა და მარიონეტული რეჟიმის დაბრუნება

„მარტა კოსი იმ ბიუროკრატიას წარმოადგენს, რომელიც პირდაპირ განსაკუთრებული ძალაუფლების მქონე გაერთიანებებისგან და ინტერესების მქონე ძალის მიერ არის მართული“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ის ქალბატონია, რომელიც ცოტა ხნის წინ აცხადებდა, რომ ისინი გზებს ეძებენ, რათა ქართული კანონმდებლობის გვერდის ავლით შემოიტანონ ქვეყანაში შავი ფული, რომელიც შემდეგ რაშიც ხმარდება ძალიან კარგად ვიცით.

„ეს ფული ხშირად ხმარდება სიძულვილის კამპანიების დაფინანსებას, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის რომანტიზების მცდელობას, ე.წ. მოლოტოვების დასამზადებლად მასალის ყიდვას და პიროტექნიკის შესყიდვას, რომ შემდეგ ეს ყველაფერი გამოიყენონ სახელმწიფო ქონების, კერძო საკუთრების დასაზიანებლად და გასანადგურებლად და ჩვენს გმირ პოლიციელებზე თავდასასხმელად. მარტა კოსი როდესაც განცხადებას აკეთებს, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც მიზანმიმართულად ერევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში. მისი მიზანია, ჩვენი ქვეყნის მთავარი ღირებულების, დემოკრატიის და ქართველი ხალხის არჩევანის უგულებელყოფა და მხოლოდ კონკრეტული ძალების მართული, მარიონეტული რეჟიმის ჩვენს ქვეყანაში დაბრუნება, რომელიც იმ დავალებას შეასრულებს, რასაც ეტყვიან“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773214747

მსოფლიო

„ჩვენს ძალებს თითი სასხლეტზე უდევთ“ - ირანი საპროტესტო აქციის მონაწილეებს აფრთხილებს

ირანის პოლიციის უფროსი აჰმადრეზა რადანი საპროტესტო აქციებზე გასვლის მსურველებს აფრთხილებს, რომ აქციის თითოეული მონაწილე არა როგორც დემონსტრანტად, არამედ როგორც „მტრად“ იქნება აღქმული. ინფორმაციას DW ა...

ირანი საპროტესტო აქციის მონაწილეებს

1773213134

ახალი ამბები

ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან ომის საკითხთან დაკავშირებით ჯეი დი ვენსი მისგან „ფილოსოფიურად ოდნავ განსხვავებულია“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი „ფილოსოფიურად ოდნავ განსხვავებულები“ არიან, როდესაც საქმე აშშ-სა და ირანს შორის ომს ეხება, - ამის შესახებ ინ...

დონალდ ტრამპი

1773211517

ახალი ამბები

გეკა გელაძე საქართველოში ყირგიზეთის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მაკსატ მამიტკანოვთან შეხვედრა გამართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა გ...

გეკა გელაძე

1773209700

ახალი ამბები

პოლიციამ მარნეულში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 1994 წე...

პოლიციაპოლიცია

1773209658

ახალი ამბები

ზუკა რურუა: გერმანიის ელჩის მხრიდან ვხედავთ მხრეს, პირდაპირ პარტიული აქტივია რადიკალური ოპოზიციის

გერმანიის ელჩის მხრიდან ვხედავთ მხრეს, პირდაპირ პარტიული აქტივია რადიკალური ოპოზიციის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვაკის რაიონის დელეგატმა ზუკა რურუამ. „გერმანიის ელჩის მხრიდან ვხედა...

ზუკა რურუა