თენგიზ შარმანაშვილი: იმედია, მარკო რუბიოს ზარი პროცესს დააჩქარებს და დავუბრუნდებით სტრატეგიულ პარტნიორობას, პრემიერმა დაადასტურა, რომ საქართველო მზადაა, სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობა

იმედია, მარკო რუბიოს ზარი მიმდინარე პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს და ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმს დავუბრუნდებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც შარმანაშვილმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ საქართველო მზად არის, სუფთა ფურცლიდან დაიწყოს სტრატეგიული ურთიერთობა.

ამასთან, მისივე შეფასებით, შეუძლებელია, აშშ-ს სამხრეთ კავკასიის ინტერესი არ ჰქონდეს, სამხრეთ კავკასია კი საქართველოს გარეშე წარმოუდგენელია.

„მართალია, ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობის აღდგენა სწრაფი ტემპით არ მიმდინარეობს, მაგრამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მხრიდან ეს სერიოზული ნაბიჯია. მან საქართველოსთან ურთიერთობის ინტერესი გამოხატა. ეს ინტერესი ადრეც გამოხატეს და ქართველი პოლიტიკოსების ვიზიტებიც იყო ამერიკაში.

იმედია, მარკო რუბიოს ეს ზარი მიმდინარე პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს და სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმს დავუბრუნდებით. შეუძლებელია, ამერიკას სამხრეთ კავკასიის ინტერესი არ ჰქონდეს.

კარგად იცით, რომ სამხრეთ კავკასია საქართველოს გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომ ამერიკის მხრიდან ეს ინტერესი მისაღები და გასაგებია. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ საქართველო მზად არის, სუფთა ფურცლიდან დაიწყოს სტრატეგიული ურთიერთობა და კიდევ უფრო მაღალ ხარისხში ავიყვანოთ, ვიდრე მანამდე იყო.

რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს ვინმესთვის ყურის აწევა უნდა, არც ტრამპი დაინდობს ვინმეს და არც რუბიო. მათ ხელის წაშველება არ სჭირდებათ. რაიმე სათქმელი თუ ექმებოდათ, თავად იტყოდნენ და არც მოერიდებოდათ. რა თქმა უნდა, ეს არ მომხდარა, ყურის ასაწევად და შენიშვნებისთვის არ დაურეკავთ, პოზიციები მოსინჯეს, სხვადასხვა საკითხის თაობაზე. ითქვა კიდეც, რომ განხილვის თემა იყო შავი ზღვის აუზიც“, - აღნიშნა შარმანაშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774947665

ახალი ამბები

სუსის თანამშრომლებმა თბილისსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტები გამოავლინეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თბილისსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში კომპლექსურად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტები გამ...

 ყალბი ოფიციალური დოკუმენტები

1774947446

მსოფლიო

მიანმარში ხუნტის მეთაური პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელეს

მიანმარის პარლამენტის ქვედა პალატამ სამხედრო ხუნტის მეთაური, მინ აუნ ხლაინი სამიდან ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე დაასახელა. ამ სამი კანდიდატიდან მიანმარის შემდეგი პრეზიდენტი იქნება არჩეული....

 ხუნტის მეთაური

1774947098

საზოგადოება

კირცხალია: 31 მარტი პირველი პრეზიდენტისა და ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. მის სახელს უკავშირდება დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და რეფერენდუმი, რომელმაც ერთიანი საქართველოს ნათელი და მტკიცე პოზიცია მსოფლიოს აჩვენა

„31 მარტი პირველი პრეზიდენტისა და ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. მის სახელს უკავშირდება დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და რეფერენდუმი, რომელმაც ერთიანი საქართველოს ნათელი და მტკიცე პო...

 ირაკლი კირცხალია

1774947060

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ისევ გამთლიანდეს და ჩვენს სახელმწიფოებრიობას საფრთხე არასოდეს დაემუქროს

„ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ისევ გამთლიანდეს და ჩვენს სახელმწიფოებრიობას საფრთხე არასოდეს დაემუქროს, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქც...

ირაკლი კირცხალია

1774944194

საზოგადოება

ლიზა გეგეჭკორი: თამარ ბაგრატიონის ვიზიტი და კობახიძესთან რუბიოს ზარი არის აღიარება აშშ-ს პრეზიდენტისგან და ადმინისტრაციისგან, რომ საქართველო არის საიმედო, ტრადიციების მქონე, სუვერენული სახელმწიფო და ხელისუფლება ლეგიტიმური

ნურავის ეგონება, რომ თეთრ სახლში ვინმე ვინმეს შემთხვევით პატიჟებს ან ვინმე ვინმეს შემთხვევით ურეკავს. თამარ ბაგრატიონის ვიზიტი და პრემიერ კობახიძესთან რუბიოს ზარი არის მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი აღიარ...

ლიზა გეგეჭკორ