ირაკლი კირცხალია: „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ისევ გამთლიანდეს და ჩვენს სახელმწიფოებრიობას საფრთხე არასოდეს დაემუქროს

„ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ისევ გამთლიანდეს და ჩვენს სახელმწიფოებრიობას საფრთხე არასოდეს დაემუქროს, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია.

როგორც კირცხალია აღნიშნავს, ზვიად გამსახურდიას სახელს უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი, რომელმაც ერთიანი საქართველოს ნათელი და მტკიცე პოზიცია მსოფლიოს აჩვენა.

„31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტისა და ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. მას დღეს 87 წელი შეუსრულდებოდა. სწორედ მის სახელს უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი, რომელმაც ერთიანი საქართველოს ნათელი და მტკიცე პოზიცია მსოფლიოს აჩვენა.

შეკითხვას - „ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?” - მთელი საქართველოს ხმის მიცემის უფლების მქონე მოსახლეობის 98,9%-მა დადებითი პასუხი გასცა და ამით დაადასტურა როგორც ჩვენი ერის თავისუფლების ურყევი არჩევანი, ასევე, განსაზღვრა მომავალი ერთიანი დამოუკიდებელი საქართველოსი, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებით და ეროვნული ინტერესების დაცვით, რასაც ყოველთვის პატივი უნდა ვცეთ. „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ისევ გამთლიანდეს და ჩვენს სახელმწიფოებრიობას საფრთხე არასოდეს დაემუქროს“, - წერს იგი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774948129

ახალი ამბები

შს მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 626 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 626 კი...

ნარკოტიკული საშუალებები

1774947665

ახალი ამბები

სუსის თანამშრომლებმა თბილისსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტები გამოავლინეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თბილისსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში კომპლექსურად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტები გამ...

 ყალბი ოფიციალური დოკუმენტები

1774947446

მსოფლიო

მიანმარში ხუნტის მეთაური პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელეს

მიანმარის პარლამენტის ქვედა პალატამ სამხედრო ხუნტის მეთაური, მინ აუნ ხლაინი სამიდან ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე დაასახელა. ამ სამი კანდიდატიდან მიანმარის შემდეგი პრეზიდენტი იქნება არჩეული....

 ხუნტის მეთაური

1774947098

საზოგადოება

კირცხალია: 31 მარტი პირველი პრეზიდენტისა და ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. მის სახელს უკავშირდება დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და რეფერენდუმი, რომელმაც ერთიანი საქართველოს ნათელი და მტკიცე პოზიცია მსოფლიოს აჩვენა

„31 მარტი პირველი პრეზიდენტისა და ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. მის სახელს უკავშირდება დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და რეფერენდუმი, რომელმაც ერთიანი საქართველოს ნათელი და მტკიცე პო...

 ირაკლი კირცხალია

1774945589

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: იმედია, მარკო რუბიოს ზარი პროცესს დააჩქარებს და დავუბრუნდებით სტრატეგიულ პარტნიორობას, პრემიერმა დაადასტურა, რომ საქართველო მზადაა, სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობა

იმედია, მარკო რუბიოს ზარი მიმდინარე პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს და ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმს დავუბრუნდებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა საქართველო...

თენგიზ შარმანაშვილი