თენგიზ შარმანაშვილი ლილუაშვილის დაკავებაზე: ეს რომ შიდა კლანური ბრძოლა იყოს, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ამას დღის სინათლეზე არ გამოვიტანდით
ეს რომ შიდა კლანური ბრძოლა იყოს, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ამას დღის სინათლეზე არ გამოვიტანდით, ეს საკითხები ჩვენთვის პოლიტიკურად მომგებიანი საკითხები ხომ არ არის? - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით.
შარმანაშვილის თქმით, ახალი პრემიერის მოსვლის შემდეგ სამართალდამცავ ორგანოებშიც მივიდა ახალი გუნდი და უკვე აღარ მოერიდნენ იმას, რა პოლიტიკური შედეგი მოჰყვებოდა.
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს კორუფცია და თუნდაც ეს ეპიზოდი რომ ავიღოთ, არ შეეხება ვინმე რიგით საჯარო მოხელეს ან დაბალი რანგის საჯარო მოხელეს. ეს შეეხება წლების განმავლობაში სპეცსამსახურის ხელმძღვანელს. რა თქმა უნდა, ის როდესაც ამ უკანონო ქმედებებს ჩადიოდა, მას ჰქონდა იმის უნარიც და საშუალებებიც, რომ მიეჩქმალა ეს და დაეფარა. ეს ადვილი გამოსავლენი არ არის. თქვენ ძალიან კარგად გესმით რა დონეზე შეეცდებოდა სპეცსამსახურის ხელმძღვანელი თავისი უკანონო საქმიანობის შენიღბვას. ამიტომ დასჭირდა ამდენი დრო და როდესაც ახალი გუნდი მივიდა პროფესიონალებისა, რა თქმა უნდა, მათ შეძლებს ამ სქემის გამოვლენა იმიტომ, რომ ამ სქემის მიჩქმალვაც პროფესიონალების ხელით ხდებოდა.
წმინდა პოლიტიკურად ეს თითქოს შიდა კლანური ბრძოლაა ან რამე მსგავსი. ეს რომ შიდა კლანური ბრძოლა იყოს, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ამას დღის სინათლეზე არ გამოვიტანდით. ეს საკითხები ჩვენთვის პოლიტიკურად მომგებიანი საკითხები ხომ არ არის? ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა იმთავითვე განმარტა, რომ ეს საფრთხე არსებობს, როდესაც მმართველი პარტია თითქმის უკონკურენტო რჩება იმის გამო, რომ ოპოზიცია რევოლუციური სიტუაციებს მეტს არაფერს აკეთებს, ასეთ ვითარებაში თვითონ შიგნით უნდა გამოინახოს ეს ძალები. ახალი პრემიერის მოსვლის შემდეგ სამართალდამცავ ორგანოებშიც მივიდა ახალი გუნდი და უკვე აღარ მოერიდნენ იმას, რა პოლიტიკური შედეგი მოჰყვებოდა იმ თვალსაზრისით, რომ ეს ქულებს მოგვიმატებდა თუ დაგვაკლებდა. მათ განაცხადეს, რომ კორუფცია არის უდიდესი სენი, ეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხიც არის, თუ მინიმუმამდე მაინც არ იქნება დაყვანილი. მიუხედავად იმისა, ეს ჩვენთვის მომგებიანი იქნება თუ არა, ამ სენის ნაწილზე ხმამაღლა ვიტყვით და ხმამაღლა დავიწყებთ ამის მკურნალობას. ამის მომსწრეები ვართ“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
1766494647
ახალი ამბებიბექა ოდიშარია: დედაქალაქის ბიუჯეტი გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელთა რაოდენობა გაიზარდა და დედაქალაქი სწორი მიმართულებით ვითარდება
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც 2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა, ოპოზიციონერ კოლეგებს უპასუხა და აღნიშნა, რომ, საქართვე...
1766494302
საზოგადოებადიმიტრი სამხარაძე: შმაცური ტელევიზიების ისტერიას თუ აკვირდებით, რა დღეში არიან? ლილუაშვილმა სასამართლოში მოგვიგოო - ვერ წარადგინეთ სასამართლოში „უტყუარი მტკიცებულებები“ პროცესი რომ მოგეგოთ ლილუაშვილთან, თუ არ გაწყობდათ?
შმაცური ტელევიზიების ისტერიას თუ აკვირდებით, რა დღეში არიან? - ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე ოპოზიციური ტელევიზიების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გრიგოლ ლილუაშვილ...
1766493108
ახალი ამბებისაქსტატი - საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ყველაზე დიდი წილით, 53.1 პროცენტით თბილისი გამოირჩევა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა 93 022.3 მლნ. ლარი შეადგინა. საქსტატის ცნობით, რეგიონულ სტრუქტურაში ყველაზე დიდი, 53.1 პროცენტიანი წილით გამო...
1766492454
საზოგადოებაირმა ინაშვილი აქციების დაფინანსებასთან დაკავშირებით აქტივისტის აღიარებაზე: ეგ ვიდეო არ მაინტერესებს. სისულელეა, ტყუილია
„ეგ ვიდეო არ მაინტერესებს. არც ერთ სერიოზულ საკითხზე ჩემთვის კომენტარს არ გითხოვიათ. სისულელეა, ტყუილია“, - ასე ეხმაურება „ქრონიკასთან“ საუბრისას ირმა ინაშვილი ოპოზიციის სკანდალურ აღიარებას, რომ „პატრ...
1766491267
ახალი ამბებიპოლონური მედია: არის თუ არა საქართველო ნამდვილად პუტინის მოკავშირე? - პოლონეთი ევროკავშირის ნარატივის მახეში აღმოჩნდა
ბოლო წლებში პოლონეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ ჩიხში შევიდა. ქვეყანა, რომელიც ჯერ კიდევ ათიოდე წლის წინ თბილისის ერთ-ერთი მთავარი დამცველი იყო ევროპულ ასპარეზზე, ვარშავა სულ უფრო ხშირად იქცევა მკაც...




























