შალვა პაპუაშვილი: ე.წ. ენჯეო სისტემა, არის ყველაზე დიდი ბოროტება, რომელიც განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს დასავლეთმა თავს მოახვია
„21-ე საუკუნის ყველაზე დიდი აფერა არის ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რეალურად ფინანსდებიან უცხო მთავრობებისგან, ამავე დროს, უცხო მთავრობების მიერ დაფინანსებული პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც ჩართული არიან პოლიტიკაში“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არასამთავრობო სისტემა არის ყველაზე დიდი ბოროტება.
„ასე რომ, სწორედ ეს აფერა ამხილა აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ და სწორედ ამიტომ ჩახსნა ყველანაირი დაფინანსება ამ მანკიერი სისტემისა. მე სხვა დროსაც ვთქვი და გავიმეორებ - ე.წ. ენჯეო სისტემა, ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება, რომელიც დასავლეთმა თავს მოახვია, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. ყველაზე დიდი ბოროტება, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიების წინააღმდეგ გააკეთა დასავლეთმა, ეს არის სწორედ „ენჯეო“ სისტემა. ჩვეულებრივად, საკუთარი ქვეყნების ინტერესების გამტარებლები ჩასვეს ყველგან, სადაც კი შეეძლოთ. ჩართული იყვნენ კანონშემოქმედებაში, ჩართული იყვნენ აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაში, სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში, მედიის საქმიანობაში, ყველგან არის უცხო ქვეყნის ხელისუფლებების საცეცები ჩანერგილი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1766478177
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ თამარ მეარაყიშვილის დაკავებაზე: როდესაც საქმე გვაქვს უკანონო რეჟიმთან, ნებისმიერი ასეთი ქმედება არის უკანონო - ჩვენ ყველა ზომას მივმართავთ იმისთვის, რომ ასეთი უკანონობა შეწყდეს
„სამწუხაროდ, არის ფაქტები, როდესაც ხდება საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავებას“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პასუხად ჟურნალისტის კითხვაზე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ „...
1766477529
საზოგადოებაპაპუაშვილი ლომჯარიაზე: როდესაც სახალხო დამცველის ვადა ამოეწურა, ჩამოაყალიბა „ენჯეო“ და მიიღო მილიონობით დაფინანსება იმ ევროკავშირისგან, რომელიც მის ყალბ დასკვნებს იყენებდა სააკაშვილის ციხიდან დასახსნელად
„როდესაც ლომჯარიას სახალხო დამცველის ვადა ამოეწურა, ჩამოაყალიბა „ენჯეო“ და მიიღო მილიონობით დაფინანსება იმ ევროკავშირისგან, რომელიც მის ყალბ დასკვნებს იყენებდა სააკაშვილის ციხიდან დასახსნელად, შემდეგ...
1766476624
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებაზე: იკვეთება სქემები, რომლითაც კორუფციული და უკანონო თანხებით ფინანსდებოდა რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული მედია
„რაზეც ისაუბრა გენერალურმა პროკურორმა ერთ საინტერესო დეტალზე მიუთითებს, რომ როგორც ჩანს, იკვეთება სქემები, რომლითაც კორუფციული და უკანონო თანხებით ფინანსდებოდა რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული მედ...
1766475798
ახალი ამბებიკახა კალაძე: თბილისის ბიუჯეტი ემსახურება ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა, განსხვავებული აზრისა თუ არჩევანისა - თბილისი არის ყველას ქალაქი
თბილისის საკრებულოში დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტს განიხილავენ. მთავარი ფინანსური დოკუმენტის ძირითადი პარამეტრების წარდგენამდე, საკრებულოს წევრებს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მიმარ...
1766475179
ახალი ამბებინინო წილოსანი მის მიმართ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე: უკვე მეორედ ააგორეს ეს სიგიჟე, პირდაპირ ბრალსაც ვერ მდებენ, რომ ცილისწამებაზე ბოდიშის მოხდა არ მოუწიოთ
უკვე მეორედ ააგორეს ეს სიგიჟე, - ასე ეხმიანებაა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში მისი მისამართით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ტყის და მთის მასივის დაზიანება...



























