ლევან მაჭავარიანი ლილუაშვილის დაკავებაზე: ეს პოლიტიკური დარტყმაა ჩვენი გუნდისთვის, თუმცა ვართ პასუხისმგებლები საზოგადოების წინაშე და შესაბამისად, ვალდებულები ვართ, სადაც ასეთი ნიშნები იკვეთება, მოვახდინოთ რეაგირება
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას ეხმაურება.
მისი თქმით, მსგავსი ფაქტები პოლიტიკური დარტყმაა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის, თუმცა მიუხედავად ამისა, როგორც პასუხისმგებლობიანი გუნდი საზოგადოების და ქვეყნის წინაშე აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ.
„საზოგადოება ხედავს თუ როგორი უკომპრომისო ბრძოლა გვაქვს გამოცხადებული ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ, კორუფციის წინააღმდეგ. ბატონი ლილუაშვილის დაკავება სწორედ ამაზე მეტყველებს. ჩვენ ვართ პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება. რა თქმა უნდა ეს არის პოლიტიკური დარტყმა ჩვენი გუნდისთვის, თუმცა ჩვენ ვართ პასუხისმგებლები ჩვენი საზოგადოების წინაშე, ქვეყნის წინაშე და შესაბამისად, რა თქმა უნდა ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ სადაც ასეთი ნიშნები იკვეთება წარსული იქნება, აწმყო თუ მომავალი აუცილებლად ყველაფერზე მოვახდინოთ რეაგირება“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი დაკავებულია. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. გენერალური პროკურორის გიორგი გვარაკიძის ინფორმაციით, საქმე ეხება დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და ე.წ. ქოლ-ცენტრების მფარველობას, საიდანაც მიღებული თანხით ფინანსდებოდა ოპოზიცია.
1766482401
ახალი ამბებიკახა კალაძე: მიწისზედა მეტროს პროექტი დროებით შევაჩერეთ, რადგან ამ ეტაპზე უფრო პრიორიტეტული „ახმეტელის თეატრისა“ და „ვარკეთილის“ მეტროსადგურების ხაზების დაგრძელებაა
„დასაფასებელია, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენელი შესრულებული სამუშაოებისთვის მადლობას გვიხდის, ჩვენ ამ ტიპის დამოკიდებულებას მიჩვეულები არ ვართ“, - ამის შესახებ თბილისის მერმ, კახა კალაძემ თბილისის სა...
1766480706
ახალი ამბებითურქეთში შინაგან საქმეთა მინისტრის გეკა გელაძის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ქართულ დელეგაციას თურ...
1766479977
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ე.წ. ენჯეო სისტემა, არის ყველაზე დიდი ბოროტება, რომელიც განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს დასავლეთმა თავს მოახვია
„21-ე საუკუნის ყველაზე დიდი აფერა არის ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რეალურად ფინანსდებიან უცხო მთავრობებისგან, ამავე დროს, უცხო მთავრობების მიერ დაფინანსებული პოლიტიკური ორგანიზაციები, რ...
1766478816
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: თუ ნატოს უნდა ერთ თვეში იღებენ წევრებს, როგორც ეს ფინეთის და შვედეთის შემთხვევაში იყო, როგორც ჩანს, ჩვენს მიმართ ეს სურვილი სერიოზული არ იყო
„თუ ნატოს უნდა ერთ თვეში იღებენ წევრებს, როგორც ეს ფინეთის და შვედეთის შემთხვევაში იყო. როგორც ჩანს, ჩვენს მიმართ ეს სურვილი სერიოზული არ იყო“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვ...
1766478351
საზოგადოებათბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 2 193 388 700 ლარს შეადგენს
თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 2 193 388 700 ლარს შეადგენს, რაც გასული წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში 219 823300ლარითაა გაზრდილი. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალა...




























