თენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: ვინაიდან განხილვა ნელ-ნელა სამართლებრივისკენ იწყებს გადახრას, უფრო ოპტიმისტურად განვეწყვე
5 პოლიტიკური ძალის აკრძალვის შესახებ არსებითი განხილვა ბათუმში დღეს განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ამჯერადაც შუამდგომლობებს მოისმენს.
პროცესის პირველი დღე თითქმის მთლიანად ოპოზიციის მოთხოვნებსა და კამათს დაეთმო. მოსამართლეთა აცილება, სააკაშვილის გამოკითხვა და საგამოძიებო კომისიის დასკვნის ამოღება - პლენუმმა ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, პროცესისადმი ოპტიმისტურადაა განწყობილი.
„მოისმინეთ სასამართლოს განმარტებები, რატომ არ გაიზიარა კონკრეტული შუამდგომლობა. შეგნებულად არ დავიწყებ სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებას, რადგან ვალდებული ვარ, გავიზიარო მათი შეხედულება.
ვინაიდან ეს განხილვა ნელ-ნელა სამართლებრივისკენ იწყებს გადახრას, უფრო ოპტიმისტურად განვეწყვე, რომ ეს პროცესი შეიძლება სამართლებრივადაც გაგრძელდეს. სხვათა შორის, ეს ძალიან კარგია სამართლებრივი კულტურის ჩამოსაყალიბებლადაც“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
1792615554
საზოგადოებაირაკლი ნადარეიშვილი ეკონომიკის განვითარების კორპორაციაზე: ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს, დაახლოებით 40 მილიარდი ლარის ინვესტირებას შეუწყობს ხელს კორპორაცია მომავალი 10 წლის განმავლობაში
ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს. დაახლოებით 40 მილიარდი ლარის ინვესტირებას შეუწყობს ხელს კორპორაცია მომავალი 10 წლის განმავლობაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირ...
1792614517
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: კონსტიტუციური სარჩელის შეტანის შლეიფი ის არ არის, ვის რა მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში, არამედ მათი საქმიანობაა, რომელიც ანტიკონსტიტუციურ მიზნებს წარმოადგენს და სახელმწიფოებრიობის ნგრევაზეა მიმართული
„ისიც კი ვერ შეძლეს, რომ ამ პოლიტიკურ გასვენებაში, დღეს რომ ბათუმში მიმდინარეობს, იმდენი ჭირისუფალი მიეყვანათ - მათი მხარდამჭერი, რომ სოლიდურად გამოჩენილიყვნენ“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო...
1792614279
საზოგადოებასოზარ სუბარი: ის, რაც დემოკრატიული პროცესია გერმანიაში, ჩეხეთში, პოლონეთში, მოლდოვაში, ესპანეთში, ბუნებრივია, ეს იქნება დემოკრატიული პროცესი საქართველოშიც
ის, რაც დემოკრატიული პროცესია გერმანიაში, ჩეხეთში, პოლონეთში, მოლდოვაში, ესპანეთში, ბუნებრივია, ეს იქნება დემოკრატიული პროცესი საქართველოშიც, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ პარტია „ხალხის ძალის“...
1792613427
საზოგადოებასოზარ სუბარი ოპოზიციაზე: გაბედეს და საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში საკონსტიტუციოს მოსამართლეებს ემუქრებოდნენ, თქვენ დაგემუქრებათ დასავლური სანქციები, თუ არ მიიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენთვის არის მისაღებიო
გაბედეს და საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში საკონსტიტუციოს მოსამართლეებს ემუქრებოდნენ, თქვენ დაგემუქრებათ დასავლური სანქციები, თუ არ მიიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენთვის არის მისაღებიო, - გა...
1792612884
საზოგადოებასუბარი საკონსტიტუციო სარჩელზე: ხალხის მოთხოვნა ნამდვილად იყო, რომ პარტიები, რომლებმაც სისხლის კალოები გალეწეს საქართველოში, უნდა აკრძალულიყვნენ უფრო ადრე და უნდა აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ეს სისტემა შექმნა
დაგვიანდა ეს პროცესი ძალიან, იმიტომ, რომ ქართველი ხალხის მოთხოვნა ნამდვილად იყო, რომ პარტიები, რომლებმაც სისხლის კალოები გალეწეს საქართველოში, უნდა აკრძალულიყვნენ უფრო ადრე და უნდა აეკრძალოს პოლიტიკურ...


























