სუბარი საკონსტიტუციო სარჩელზე: ხალხის მოთხოვნა ნამდვილად იყო, რომ პარტიები, რომლებმაც სისხლის კალოები გალეწეს საქართველოში, უნდა აკრძალულიყვნენ უფრო ადრე და უნდა აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ეს სისტემა შექმნა

დაგვიანდა ეს პროცესი ძალიან, იმიტომ, რომ ქართველი ხალხის მოთხოვნა ნამდვილად იყო, რომ პარტიები, რომლებმაც სისხლის კალოები გალეწეს საქართველოში, უნდა აკრძალულიყვნენ უფრო ადრე და უნდა აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ეს სისტემა შექმნა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ადამიანის უფლებათა დარღვევას რომ სისტემური და სისტემატური ხასიათი ჰქონდა, ეს დადასტურებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ.

„ეს რომ ნამდვილად სისტემა იყო, ეს არის დადასტურებული ევროსასამართლოს მიერ არაერთი გადაწყვეტილებით, სადაც პირდაპირ ითქვა, რომ იყო სისტემური და სისტემატური დანაშაული. სისტემა იყო შექმნილი, რომელიც ადამიანების უფლებების დარღვევაზე, მკვლელობაზე, წამებაზე იყო ორიენტირებული და ამას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, ანუ პრაქტიკულად მთელი 9 წლის განმავლობაში ეს ხდებოდა ციხეებში, ქუჩაში“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარის თქმით, ეს ყველაფერი დადასტურებულია იმ საგამოძიებო კომისიის დასკვნაშიც, რომელიც ყელში აქვთ გაჩხერილი იმ პატიებს, რომლებიც არა ქართველი ხალხის, არამედ უცხოური დაკვეთების შემსრულებლები არიან.

„თვითონ აღიარეს, რომ ეს იყო სიმართლე, როდესაც თქვეს - „ფაქტების დაჯამება და მეტი არაფერი“. ანუ ამბობენ, რომ 500-გვერდიანი დოკუმენტი არის ფაქტები. ეს არის ფაქტები, რომლებიც დადასტურებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. ეს არის ფაქტები, რომლებიც საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოების მიერ არის დადასტურებული, ეს არის ფაქტები, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში წერია“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყო.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792605407

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: რეალურად, მოპასუხე მხარეს პრობლემა აქვს იმ მხრივ, რომ საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმაცია უწევთ - მათ ძალიან კარგად იციან, რომ დიახაც, საგამოძიებო კომისიაც ლეგიტიმურია, პარლამენტიც ლეგიტიმურია და არჩევნებიც ლეგიტიმურია

„რეალურად, მოპასუხე მხარეს პრობლემა აქვს იმ მხრივ, რომ საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმაცია უწევთ - მათ ძალიან კარგად იციან, რომ დიახაც, საგამოძიებო კომისიაც ლეგიტიმურია, პარლამენტიც ლეგიტიმურია და არჩევნ...

არჩილ გორდულაძე

1792600691

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: სხვას რას იტყვიან, ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს პარლამენტს, ეს ყველაფერი ლეგიტიმურია?! - მაშინ თავის ამომრჩეველს უნდა განუმარტონ, რატომ არ შემოვიდნენ ამ პარლამენტში

„აბა სხვას რას იტყვიან, ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს პარლამენტს, ეს ყველაფერი ლეგიტიმურია?! - მაშინ თავის ამომრჩეველს უნდა განუმარტონ, რატომ არ შემოვიდნენ ამ პარლამენტში“, - განუცხადა ჟურნალისტებს თავდა...

თენგიზ შარმანაშვილი

1792598622

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: 2004-2012 წლებში ჩადენილ არაერთ დანაშაულთან დაკავშირებით მითითებულია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში და ამ ფაქტებს ვერავინ გაექცევა, რაც არ უნდა სცადონ და შუამდგომლობები დააყენონ

არავის აქვს სასამართლოს წინაშე იმის მტკიცების უფლება და შესაძლებლობა, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ვინმეს ჰქონდა მისვლის სურვილი და აზრის დაფიქსირებისა, ან კონკრეტული ინფორმაციის მიწოდებისა და ას...

არჩილ გორდულაძე

1792597125

საზოგადოება

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყები...

პროკურატურა

1792595043

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: შუა დერეფნის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათ უკვე მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ ჩვენ ვერ გვანაცვლებენ ვერც რევოლუციის გზით, ვერც არჩევნების გზით და მოუწევთ ჩვენთან დასხდომა და საუბარი

შუა დერეფნის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათ უკვე მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ ჩვენ ვერ გვანაცვლებენ ვერც რევოლუციის გზით, ვერც არჩევნების გზით და მოუწევთ ჩვენთან დასხდომა და საუბარი, იქიდან გამომდინა...

ლევან მაჭავარიანი