დავით მათიკაშვილი: კონსტიტუციური სარჩელის შეტანის შლეიფი ის არ არის, ვის რა მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში, არამედ მათი საქმიანობაა, რომელიც ანტიკონსტიტუციურ მიზნებს წარმოადგენს და სახელმწიფოებრიობის ნგრევაზეა მიმართული
„ისიც კი ვერ შეძლეს, რომ ამ პოლიტიკურ გასვენებაში, დღეს რომ ბათუმში მიმდინარეობს, იმდენი ჭირისუფალი მიეყვანათ - მათი მხარდამჭერი, რომ სოლიდურად გამოჩენილიყვნენ“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ „ღამის კურიერში“ საუბრის დროს განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოსთან ოპოზიციური პარტიების მიერ გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.
როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, დიდი ხანია ოპოზიციურ სპექტრს საზოგადოების ნდობა აღარ აქვს და ეს არჩევნებში გამოიხატება.
მათიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა საკონსტიტუციო სარჩელზე და აღნიშნა, რომ რეალურად პარტიების აკრძალვის მოთხოვნა მათი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებიდან გამომდინარეობს და არა საზოგადოების დაბალი ნდობიდან.
„ხუთივე პარტია, ერთად აღებული 16%-მდე ადის. ისიც კი ვერ შეძლეს, რომ ამ პოლიტიკურ გასვენებაში, დღეს რომ ბათუმში მიმდინარეობს, იმდენი ჭირისუფალი მიეყვანათ - მათი მხარდამჭერი, რომ სოლიდურად გამოჩენილიყვნენ და საზოგადოებას აღქმა დარჩენოდა, რომ ადამიანების კონკრეტულ რაოდენობას გული სტკივა, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს.
საზოგადოების სურვილებთან, ნებასთან, მიზნებთან, რაც ქართველ ხალხს ამოძრავებს, არანაირი შეხება არ გააჩნიათ. ეს არის ამის ერთადერთი სწორი ახსნა.
უკვე დიდი ხანია, ამომრჩეველი ანულებს მათ. კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წლიდან დღემდე მკაფიო განაჩენი აქვს გამოტანილი ამომრჩევლების მხრიდან.
კონსტიტუციური სარჩელის შეტანის ფაბულა და შლეიფი ის არ არის, ვის რა მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში, არამედ მათი საქმიანობა, მათი მოქმედებაა, რომელიც ანტიკონსტიტუციურ მიზნებს წარმოადგენს და სახელმწიფოებრიობის ნგრევაზეა მიმართული“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
1792605407
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: რეალურად, მოპასუხე მხარეს პრობლემა აქვს იმ მხრივ, რომ საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმაცია უწევთ - მათ ძალიან კარგად იციან, რომ დიახაც, საგამოძიებო კომისიაც ლეგიტიმურია, პარლამენტიც ლეგიტიმურია და არჩევნებიც ლეგიტიმურია
„რეალურად, მოპასუხე მხარეს პრობლემა აქვს იმ მხრივ, რომ საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმაცია უწევთ - მათ ძალიან კარგად იციან, რომ დიახაც, საგამოძიებო კომისიაც ლეგიტიმურია, პარლამენტიც ლეგიტიმურია და არჩევნ...
1792600691
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: სხვას რას იტყვიან, ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს პარლამენტს, ეს ყველაფერი ლეგიტიმურია?! - მაშინ თავის ამომრჩეველს უნდა განუმარტონ, რატომ არ შემოვიდნენ ამ პარლამენტში
„აბა სხვას რას იტყვიან, ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს პარლამენტს, ეს ყველაფერი ლეგიტიმურია?! - მაშინ თავის ამომრჩეველს უნდა განუმარტონ, რატომ არ შემოვიდნენ ამ პარლამენტში“, - განუცხადა ჟურნალისტებს თავდა...
1792598622
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: 2004-2012 წლებში ჩადენილ არაერთ დანაშაულთან დაკავშირებით მითითებულია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში და ამ ფაქტებს ვერავინ გაექცევა, რაც არ უნდა სცადონ და შუამდგომლობები დააყენონ
არავის აქვს სასამართლოს წინაშე იმის მტკიცების უფლება და შესაძლებლობა, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ვინმეს ჰქონდა მისვლის სურვილი და აზრის დაფიქსირებისა, ან კონკრეტული ინფორმაციის მიწოდებისა და ას...
1792597125
საზოგადოებაპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყები...
1792595043
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: შუა დერეფნის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათ უკვე მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ ჩვენ ვერ გვანაცვლებენ ვერც რევოლუციის გზით, ვერც არჩევნების გზით და მოუწევთ ჩვენთან დასხდომა და საუბარი
შუა დერეფნის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათ უკვე მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ ჩვენ ვერ გვანაცვლებენ ვერც რევოლუციის გზით, ვერც არჩევნების გზით და მოუწევთ ჩვენთან დასხდომა და საუბარი, იქიდან გამომდინა...



























