ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მონაწილეობას მიიღებს და ინვესტირებას გააკეთებს წილობრივ საინვესტიციო ფონდებში, ვენჩურულ ფონდებში
მცირე და საშუალო სექტორის მხარდაჭერა რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციაზე (GEDC) საუბრისას გადაცემაში „იმედი ლაივი“ განაცხადა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ის ყველა ინსტრუმენტი, ყველა პროგრამა, რომელიც დღეს არსებობს, არათუ ნარჩუნდება, არამედ ფართოვდება.
„მანდატი მნიშვნელოვნად იზრდება. ჩვენ აღარ ვსაუბრობთ მხოლოდ მცირე და საშუალო სექტორის მხარდაჭერაზე, ჩვენ ვსაუბრობთ ფართო გაგებით ეკონომიკის მხარდაჭერაზე. ეს გულისხმობს აბსოლუტურად ახალ დამატებით ინსტრუმენტებს, ვინაიდან შევდივართ სპეციალიზებულ სექტორებში, სადაც მანამდე სააგენტო არ იყო წარმოდგენილი“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მისივე განმარტებით, ასევე, არის ახალი სექტორები, ახალი დარგები, სადაც კორპორაცია თავის საქმიანობას განახორციელებს.
„ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრუქტურული რეფორმა, რომელსაც საქართველოს მთავრობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ეროვნული ბანკი პარლამენტთან ერთად ახორციელებს ბოლო წლების განმავლობაში, არის კაპიტალის ბაზრის რეფორმა. ესეც არის უპირველესი, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის დივერსიფიკაცია მოხდეს ქვეყანაში და არ ვიყოთ მხოლოდ საბანკო სექტორში კონცენტრირებული და ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს.
„აწარმოე საქართველოში“ ცოტა ხნის წინ გახდა სწორედ ის ინსტიტუტი, რომელმაც ძალიან წარმატებით განხორციელებული თითქმის ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში პოლიტიკის შემუშავების შემდეგ ეტაპზე უკვე დაიწყო იმპლემენტაციის და უშუალოდ მხარდაჭერის და ხელშეწყობის ინსტრუმენტების მიწოდება ბაზარზე. პირველი იყო ეს ფასიანი ქაღალდების გამოშვების მხარდაჭერა, სადაც 1,5 მილიარდზე მეტი ფასიანი ქაღალდების მხარდაჭერა განხორციელდა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, კორპორაციის ახალი ინსტრუმენტები მოიცავს სასესხო ინსტრუმენტებს.
„კორპორაცია მონაწილეობას მიიღებს და ინვესტირებას გააკეთებს წილობრივ საინვესტიციო ფონდებში, ვენჩურულ ფონდებში, ეს არის ძალიან დიდი სპექტრი იმ ფინანსური ინსტრუმენტების, რომელიც ჩვენს ბიზნესს სჭირდება, რომელსაც ჩვენი ბიზნესი ელოდება, რაც გაზრდის ხელმისაწვდომობას, გააიაფებს ფინანსურ რესურსს.
აუცილებლად უნდა ვახსენო ფაქტორინგი. ეს კანონი პარლამენტმა მიიღო მიმდინარე წელს, პირველი იანვრიდან შევა ძალაში. ეს არის უმნიშვნელოვანესი, კიდევ ერთი ფინანსური ინსტრუმენტი, სადაც კორპორაციას ექნება ძალიან მნიშვნელოვანი როლი, ვინაიდან ყველა ახალ ინსტრუმენტს სჭირდება პოპულარიზაცია, ახსნა, მომხმარებლამდე მიტანა“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
1792645612
მსოფლიო„თქვენ არაფერი გესმით, სულელი ხართ და „სიენენში“ მუშაობთ, გარიგებასთან ახლოს როცა ხარ, სანქციებს არ აწესებ“ - ტრამპის პასუხი CNN-ის ჟურნალისტს კითხვაზე, რატომ არ დააწესა აშშ-მა რუსეთზე სანქციები
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში „სიენენის“ ჟურნალისტს სულელი უწოდა. ტრამპმა „სიენენის“ ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ არ დააწესა აშშ-მა რუსეთზე სანქციები, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა, უპასუხა,...
1792645013
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: ვინაიდან განხილვა ნელ-ნელა სამართლებრივისკენ იწყებს გადახრას, უფრო ოპტიმისტურად განვეწყვე
5 პოლიტიკური ძალის აკრძალვის შესახებ არსებითი განხილვა ბათუმში დღეს განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ამჯერადაც შუამდგომლობებს მოისმენს. პროცესის პირველი დღე თითქმის მთლიანად ოპოზიციის მოთ...
1792615554
საზოგადოებაირაკლი ნადარეიშვილი ეკონომიკის განვითარების კორპორაციაზე: ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს, დაახლოებით 40 მილიარდი ლარის ინვესტირებას შეუწყობს ხელს კორპორაცია მომავალი 10 წლის განმავლობაში
ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს. დაახლოებით 40 მილიარდი ლარის ინვესტირებას შეუწყობს ხელს კორპორაცია მომავალი 10 წლის განმავლობაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირ...
1792614517
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: კონსტიტუციური სარჩელის შეტანის შლეიფი ის არ არის, ვის რა მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში, არამედ მათი საქმიანობაა, რომელიც ანტიკონსტიტუციურ მიზნებს წარმოადგენს და სახელმწიფოებრიობის ნგრევაზეა მიმართული
„ისიც კი ვერ შეძლეს, რომ ამ პოლიტიკურ გასვენებაში, დღეს რომ ბათუმში მიმდინარეობს, იმდენი ჭირისუფალი მიეყვანათ - მათი მხარდამჭერი, რომ სოლიდურად გამოჩენილიყვნენ“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო...
1792614279
საზოგადოებასოზარ სუბარი: ის, რაც დემოკრატიული პროცესია გერმანიაში, ჩეხეთში, პოლონეთში, მოლდოვაში, ესპანეთში, ბუნებრივია, ეს იქნება დემოკრატიული პროცესი საქართველოშიც
ის, რაც დემოკრატიული პროცესია გერმანიაში, ჩეხეთში, პოლონეთში, მოლდოვაში, ესპანეთში, ბუნებრივია, ეს იქნება დემოკრატიული პროცესი საქართველოშიც, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ პარტია „ხალხის ძალის“...




























