„თქვენ არაფერი გესმით, სულელი ხართ და „სიენენში“ მუშაობთ, გარიგებასთან ახლოს როცა ხარ, სანქციებს არ აწესებ“ - ტრამპის პასუხი CNN-ის ჟურნალისტს კითხვაზე, რატომ არ დააწესა აშშ-მა რუსეთზე სანქციები

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში „სიენენის“ ჟურნალისტს სულელი უწოდა.

ტრამპმა „სიენენის“ ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ არ დააწესა აშშ-მა რუსეთზე სანქციები, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა, უპასუხა, რომ მას არაფერი ესმის.

„თქვენ არაფერი გესმით. სულელი ხართ. დაბალი IQ-ს მქონე ადამიანი ხართ. სულელი ხართ და „სიენენში“ მუშაობთ“, - უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთზე სანქციების დაწესება მოლაპარაკებებს შეაფერხებდა და ამერიკის მოქალაქეს, რომელმაც რუსეთის საპატიმრო დატოვა, გათავისუფლების შანსი არ ექნებოდა.

„ამას თუ არ გავაკეთებდი, ჰაბარდი ახლა სახლში ვერ დაბრუნდებოდა. თქვენ არაფერი გესმით, თქვენ ყალბი ახალი ამბები ხართ, „სიენენი“. ახლა კაცი რუსეთიდან შეერთებული შტატებისკენ მოფრინავს, რადგან მე პუტინთან ძალიან კარგი და სწრაფი მოლაპარაკება მქონდა. სანქციები რომ დაგვეწესებინა, ან როგორც გინდათ, ისე დაარქვით, მას დაივიწყებდით. ვერასდროს ნახავდით“, - აცხადებს ამერიკის ლიდერი.

მისი თქმით, სანქციების საკითხი უკრაინის ომის მოგვარების მცდელობასაც უკავშირდება.

„გარიგებასთან ახლოს როცა ხარ და მოლაპარაკებები ძალიან დელიკატურ ეტაპზე მიდის, სანქციებს არ აწესებ. ვინც ამბობს, რომ სანქციები უნდა დაწესდეს, არ ესმის, რომ მოლაპარაკება იმ წამს დასრულდებოდა. ამიტომ დაფიქრდით. სანქციების დაწესება ნებისმიერ დღეს შემიძლია, თუ ისინი ცუდად მოიქცევიან“, - დასძინა დონალდ ტრამპმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792645013

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: ვინაიდან განხილვა ნელ-ნელა სამართლებრივისკენ იწყებს გადახრას, უფრო ოპტიმისტურად განვეწყვე

5 პოლიტიკური ძალის აკრძალვის შესახებ არსებითი განხილვა ბათუმში დღეს განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ამჯერადაც შუამდგომლობებს მოისმენს. პროცესის პირველი დღე თითქმის მთლიანად ოპოზიციის მოთ...

თენგიზ შარმანაშვილი

1792615554

საზოგადოება

ირაკლი ნადარეიშვილი ეკონომიკის განვითარების კორპორაციაზე: ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს, დაახლოებით 40 მილიარდი ლარის ინვესტირებას შეუწყობს ხელს კორპორაცია მომავალი 10 წლის განმავლობაში

ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს. დაახლოებით 40 მილიარდი ლარის ინვესტირებას შეუწყობს ხელს კორპორაცია მომავალი 10 წლის განმავლობაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირ...

ირაკლი ნადარეიშვილი

1792614517

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: კონსტიტუციური სარჩელის შეტანის შლეიფი ის არ არის, ვის რა მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში, არამედ მათი საქმიანობაა, რომელიც ანტიკონსტიტუციურ მიზნებს წარმოადგენს და სახელმწიფოებრიობის ნგრევაზეა მიმართული

„ისიც კი ვერ შეძლეს, რომ ამ პოლიტიკურ გასვენებაში, დღეს რომ ბათუმში მიმდინარეობს, იმდენი ჭირისუფალი მიეყვანათ - მათი მხარდამჭერი, რომ სოლიდურად გამოჩენილიყვნენ“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო...

 დავით მათიკაშვილი

1792614279

საზოგადოება

სოზარ სუბარი: ის, რაც დემოკრატიული პროცესია გერმანიაში, ჩეხეთში, პოლონეთში, მოლდოვაში, ესპანეთში, ბუნებრივია, ეს იქნება დემოკრატიული პროცესი საქართველოშიც

ის, რაც დემოკრატიული პროცესია გერმანიაში, ჩეხეთში, პოლონეთში, მოლდოვაში, ესპანეთში, ბუნებრივია, ეს იქნება დემოკრატიული პროცესი საქართველოშიც, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ პარტია „ხალხის ძალის“...

სოზარ სუბარ

1792613427

საზოგადოება

სოზარ სუბარი ოპოზიციაზე: გაბედეს და საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში საკონსტიტუციოს მოსამართლეებს ემუქრებოდნენ, თქვენ დაგემუქრებათ დასავლური სანქციები, თუ არ მიიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენთვის არის მისაღებიო

გაბედეს და საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში საკონსტიტუციოს მოსამართლეებს ემუქრებოდნენ, თქვენ დაგემუქრებათ დასავლური სანქციები, თუ არ მიიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენთვის არის მისაღებიო, - გა...

სოზარ სუბარი