თენგიზ შარმანაშვილი: საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას ხელს უშლიან, რაც გინდათ, ის დაარქვით, „დიფ სთეითი“, „გლობალური ომის პარტია“, ფაქტია, საკმაოდ სერიოზული ძალები არიან
„აბსოლუტური რეალობაა, რომ საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობას ხელს უშლიან“, - ამის შესახებ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამ თემაზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს დაჯგუფებები იმდენად დიდ საფრთხეს წარმოადგენენ, რომ მათი დასახელება არ ღირს.
„საკმაოდ სერიოზული ძალებია, რომელთაც, რაც გინდათ, ის დავარქვათ - „დიფ სთეითი“, „გლობალური ომის პარტია“, ულტრამემარცხენე ინტერნაციონალი. ფაქტია, საკმაოდ სერიოზული ძალები არიან, რომლებიც, პირველ რიგში, ზემოქმედებას ევროპულ ბიუროკრატიაზე ახდენენ.
არიან ცალკეული ქვეყნის ლიდერებიც, ვისზეც განსაკუთრებული გავლენა აქვთ, მაგრამ ევროპული ბიუროკრატია აბსოლუტურად კონტროლქვეშ ჰყავთ. იმიტომაც გვიკვირს, რომ ის, რაც აშკარაა, იმის საწინააღმდეგოდ ტყუილებსაც კი გვაბრალებენ. როგორ შეიძლება, რაიმე პარამეტრით მოლდოვა ჩვენზე წინ იყოს, სადმე რაიმე კრიტერიუმით ან მონაცემებით? მაგრამ ამბობენ, რომ არის.
ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ამ კვლევებს თავად აკეთებენ, ცალკეული კომპონენტების ლიდერობად ისევ ჩვენ გაასახელებენ და მაშინ, როდესაც შეჯამებასთან გვაქვს საქმე, ამბობენ, თქვენ მაჩანჩალები ხართ, მოლდავაზე უკან ხართო. რატომ? იმიტომ, რომ ევრობიუროკრატიას დირექტივა მიუვა და რეალობა არ აინტერესებთ. არც აღქმები აღარ აინტერესებთ, მშრალ და პირდაპირ ტყუილებს ლაპარაკობენ“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
1794550707
ახალი ამბებიგივი მიქანაძემ ჩინური ენის ცოდნის გამოცდის (HSK) გლობალური პარტნიორების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჩინური ენის ცოდნის გამოცდის (HSK) გლობალური პარტნიორების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც პეკინში გაიმართა. გივი მ...
1794549965
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: აბსოლუტურ უსუსურობაში იმყოფებიან, ვერაფერს უპირისპირებენ ჩვენს მტკიცებულებებს
„აბსოლუტურ უსუსურობაში იმყოფებიან, ვერაფერს უპირისპირებენ ჩვენს ფაქტებსა და მტკიცებულებებს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, საკონსტიტუციო სარ...
1794548293
ახალი ამბები„ქართული ოცნების“ დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დღეს დასრულდება
„ქართული ოცნების“ დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დღეს დასრულდება. ვიზიტის ბოლო დღეს მმართველი პარტიის წევრებმა ქალაქ ხანგჭოუში, ჭეძიანგის პროვინციაში ერთ-ერთი ტექნოლოგიური გ...
1794547234
ახალი ამბებიანტალიაში მიმდინარე გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში, დღეს საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდება
ანტალიაში მიმდინარე გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში, დღეს, 13 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს შეხვდება. მხარეებ...
1794546458
ახალი ამბებიგიორგი კახიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ყოველი მათი განმარტება ადასტურებს ჩვენი სარჩელის საფუძვლიანობას, მათი განცხადებები მათივე პოზიციის საწინააღმდეგოდ მოქმედებს
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა გრძელდება. სხდომა რამდენიმე საათში ისევ კითხვა-პასუხის რეჟიმში დაიწყება. შეგახსენებთ, მმართველი გუნდი ოპოზი...






























