თენგიზ შარმანაშვილი ვიკა ბუკიაზე: ძალიან რთულია იმ კონტინგენტთან ურთიერთობა, რომელსაც გაგონილის შინაარსის გაგება არ შეუძლია, ისე, გარეგნობაზე საუბარი არა მგონია, ზოგიერთების ძლიერი მხარე იყოს

„ძალიან რთულია იმ კონტინგენტთან ურთიერთობა, რომელსაც გაგონილის შინაარსის გაგება არ შეუძლია. მე ვთქვი ძალიან ბანალური ამბავი, პირველკურსელების დონის“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციონერ ჟურნალისტ ვიკა ბუკიას საპასუხოდ, რომელმაც დეპუტატს „სიკვდილის ბუზი“ უწოდა მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო.

როგორც შარმანაშვილი აღნიშნავს, მინიმალურ ცოდნას საჭიროებს მისი განცხადების გააზრება იმასთან დაკავშირებით, რომ თუ დავით ოქიტაშვილის არგუმენტები პროკურატურისთვის წონადი იქნება, საგამოძიებო უწყება ნებისმიერ პირს გამოჰკითხავს, ვისაც საჭიროდ მიიჩნევს, მათ შორის, თინათინ რუხაძესაც და მამუკა მდინარაძესაც.

„თუ ვინმე მიუთითებს მეორე ადამიანის დანაშაულზე, ის უნდა გამოიკითხოს და ფასეულ ინფორმაციას თუ მისცემს გამოძიებას, ასევე უნდა გამოიკითხონ ამ ინფორმაციაში გაჟღერებული პირები. ჩემი გვარიც კი ვახსენე მაგალითისთვის, ვინმეს რამე რომ არ მოლანდებოდა. ამის გაგებას გარკვეული მინიმალური ცოდნა კი სჭირდება, მაგრამ იმდენად მინიმალური, სპეციალური უნარები საჭირო არ არის. კონკრეტულად რამის თქმა როდესაც მინდა, მიკიბულ-მოკიბულად არ მიყვარს საუბარი. დანარჩენი სამართლებრივი პროცედურების საქმეა. ისე, გარეგნობაზე საუბარი არა მგონია, ზოგიერთების ძლიერი მხარე იყოს“, - წერს შარმანაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792154901

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: სერიოზულად არავინ აღიქვამს ევროკავშირს, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას ითხოვენ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და არავინ სვამს ამ მაგიდასთან მაშინ, როდესაც ეკონომიკურად და მოსახლეობით მნიშვნელოვანი მოთამაშე უნდა იყოს

„სერიოზულად არავინ აღიქვამს ევროკავშირს. მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას ითხოვენ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და არავინ სვამს ამ მაგიდასთან მაშინ, როდესაც ეკონომიკურად და მოსახლეობით მნიშვნელოვ...

შალვა პაპუაშვილი

1792153362

საზოგადოება

წყალდიდობა სტამბოლში - დაიღუპა 3 და დაკარგულად მიიჩნევა 5 ადამიანი

სტამბოლში მოსული რეკორდული ნალექის შედეგად გამოწვეულ ძლიერ წყალდიდობას, ოფიციალური მონაცემებით, 3 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. როგორც მედია წერს, 5 ადამიანი დაკარგულად მიი...

წყალდიდობა სტამბოლში

1792152002

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: სად არიან ხაზარაძე, გახარია, ვაშაძე, საით უნდა გაქცევა სააკაშვილს? – უცხოეთში, არ დავუშვებთ, საქართველოში ტარდებოდეს უცხო ხელისუფლებების დღის წესრიგი

„რა განწყობა უნდა ჰქონდეს ხალხს, რომელიც საკუთარ ქვეყანას, საკუთარ კონსტიტუციას ღალატობს, იციან რა, რომ სასამართლოზე მათ წინაშე იქნება ყველა პოლიტიკური ბრალი წარდგენილი, რომელიც კონსტიტუციის დარღვევას...

შალვა პაპუაშვილი

1792151345

საზოგადოება

პრემიერი: იუნესკოს გენერალურ დირექტორთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს და იუნესკოს მრავალწლიანი თანამშრომლობა, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იუნესკოს გენერალურ დირექტორ ხალედ ელ-ენანისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს და იუნესკ...

პრემიერი პრემიერი

1792149727

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის წარმომადგენლობის დღევანდელმა განცხადებამ სახელმწიფოებრიობა გაგვიუქმა, გამოგვაცხადა პირველყოფილ თემურ წყობილებად, ალბათ ეგზარქოსსაც დაგვინიშნავენ

„მინდა, ყველამ სერიოზულად გავიაზროთ, რა გვითხრა დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობამ, რომ მას პირდაპირი ურთიერთობა სურს, ჰქონდეს ხალხთან და არა სახელმწიფოსთან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თა...

შალვა პაპუაშვილ